Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დელიში მეტროსადგურთან მანქანა აფეთქდა, არის მსხვერპლი


დელი, ინდოეთი. 2025 წლის 10 ნოემბერი
დელი, ინდოეთი. 2025 წლის 10 ნოემბერი

დელიში მანქანა აფეთქდა მეტროსადგურ "წითელ ფორტთან" და ამავე სახელის მქონე ისტორიულ ციტადელთან. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია, სულ მცირე, 13 ადამიანი, დაჭრილია - 26-მდე, იუწყება გამოცემა The Times of India.

აფეთქება მოხდა 10 ნოემბრის საღამოს. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ის იმდენად მძლავრი იყო, რომ რამდენიმე მეტრის რადიუსში მდგომი მანქანების ფანჯრები დაიმსხვრა. რამდენიმე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. დედაქალაქში გამოცხადდა მზადყოფნის მაღალი რეჟიმი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG