Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ორწლიანი პატიმრობა - ლაივბლოგი სასამართლოდან

დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვა თქვეს. ისინი შეეცადნენ დააემტკიცებინათ, რომ პოლიციელისთვის სილის გაწვნა სისხლის სამართლის დანაშაული არ არის. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა 2-წლიანი პატიმრობა.

13:24 18.11.2025

13:17 - ტრიბუნასთან მივიდა მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი.

„არ მინდოდა ვრცელი ყოფილიყო ჩვენი დასკვნითი სიტყვა, მაგრამ იძულებული ვარ... მინდა წერილობითაც გადმოგცეთ ჩემი სიტყვა“.

„პირველ ინსტანციაში წარმოვადგენდი მზია ამაღლობელს. სანიმუშო ადამიანს, მედიამენჯერეს. მისი დახასიათებას რამდენიმე გვრდიდან ვკითხულობდი.

წარმოვადგენდი ადამიანს, რომელსაც გადაეცა ჯილდოები. ის წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელსაც ჯილდო აქვს მიღებული როინ შავაძის საქმის გაშუქების დროს. ეს მასალა დაერთო სტრასბურგის სასამართლოში.

არ ვიცი, ბედია თუ არა - დღეს იხილება როინ შავაძის საქმე სააპელაციო სასამართლოში.

მე წარმოვადგენ ადამიანს, რომელიც იცავდა ფოტოგრაფებს. იმ საშიშ დროს, როგოც ახლა იმ პერიოდს წარმოადგენდა...

წარმოვადგენდი ადამიანს, რომლის რუსული გამოცემაც აკრძალეს რუსეთში“, - ამბობს მაია მწარიაშვილი და აგრძელებს მზია ამაღლობელისა და მის მიერ დაფუძნებული მედიაორგანიზაციების მიღწევრევზე საუბარს.

„ვასაჩივრებთ გადაწყვეტილებას, რომელშიც წერია, რომ მზიას პატიმრობა საჭიროა საზოგადიებაში წესრიგისთვის...“ - ამბობს მაია მაწარიაშვილი და დასძენს, რომ წარმოადგენს მზია ამაღლობელს, რომელმაც მიიღო სახაროვის პრემია.

„წარმოვადგენ მზია ამაღლობელს რომელსაც არ გააჩნდა და არ გააჩნია ძალაუფლება. არ არის კორუმპირებული.

მას არ აქვს მილიონიანი ქონება. მას აქვს ერთი ბინა, რომლის ღირებულებაც, რომელიც ალბათ 100 000 ლარამდეა. მას არასდროს ჰქონია ხელოვნების ნიმუშები.

მას გზაც კი არ გადაუკეტავს, არასდროს დაუჯარიმებიათ...

მის სახლში ჩხრეკაც კი არ ჩაუტარებიათ, რადგან იცოდნენ, რომ 1 თეთრს ვერ იპოვიდნენ.

აქვს მხოლოდ ერთი სამუშაო ოთახი „ბათუმელების“ ოფისში და არის ორი მედიაგამოცემის „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი“, - ამბობს ადვოკატი.


13:23 18.11.2025

13:16 სხდომის თავმჯდომარე მოსამართლეა ნიკოლოზ მარგველაშვილი. მისი ხმა დარბაზში არ ისმის.

„არ ისმის თქვენი ხმა“, - ამბობენ დარბაზში. მოსამართლე არ რეაგირებს.

13:23 18.11.2025

13:15 - დარბაზში შემოვიდნენ მოსამართლეები ნიკოლოზ მარგველაშვილი (თავმჯდომარე), ნანა ჯოხაძე და მარინა სირაძე.

13:15 18.11.2025

13:13 - მზია ამაღლობელი იღიმის. კოცნას უგზავნის ოჯახის წევრებს.

„გვიყვარხარ, მა [მამიდა]“, - ისმის საპასუხოდ დარბაზიდან.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG