14:05 - იმის მიუხედავად, რომ სასამართლო სხდომაზე ეზოდან შემოსული შეძახილები ხშირად ფარავს ადვოკატ მაია მწარიაშვილის სიტყვას, თუმცა მოსამართლეები არ იმჩვენ.
ფანჯრები, რომელიც ეზოში მიმდინარე აქციას გადაჰყურებს მათ მათ უკან, მარჯვნივ და მარცხნივ არის.
14:02 - „ხალხი ითხოვს სამართალს“, „სიმართლისთვის ბოლომდე“, „დამხობა რეჟიმს“, „ცეცხლი ოლიგარქიას“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ - შემოდის სხდომათა დარბაზში შეძახილები ეზოდან, სადაც მზია ამაღლობელის მხარდამჭერები არიან შეკრებილები.
13:54 - სხდომათა დარბაზში ცხელა. ქუთაისში 21 გრადუსია. სხდომათა დარბაზის გასაგრილებლად გაღებულია ფანჯრები.
„თავისუფლება მზიას!“ “თავისუფლება პოლიტპატიმრებს!“ - არაერთხელ გადაფარა ეზოდან შემოსულმა ხმამ ადვოკატის დასკვნითი სიტყვა.
13:26 - მაია მწარიაშვილი იწყებს საუბარს მზია ამაღლობელის განაჩენის შინაარსზე.
მისი თქმით, ყველა მოწმე პოლიციელმა თქვა, რომ დგებუაძისთვის გაწვნილი სილა იყო მათთვის გაწვნილი სილა - „რომ შეურაცხყოფილია სრულიად პოლიცია და ხელისუფლება, თუ გავითვალისწინებთ მზიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს“.
„სინამდვილეში ჩვენ ვიხილავთ პოლიციისა და ირაკლი დგებუაძის შელახულ ღირსების საქმეს და ამას არაფერი საქმე არ აქვს სისხლის სამართლის საქმესთან...
სინამდვილეში ამ შეურაცხყოფის უკან გვაქვს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების გათეთრებასთან საქმე - „აბა, საკუთარ თავს ხომ არ დასჯიდნენ. სწორედ ამიტომ შეიქმნა ეს საქმე, რომელსაც მზიას ერთი წელი და თვალის ჩინი [მხედველობა] უკვე შეეწირა“
მაია მწარიაშვილი ამბობს, რომ პოლიციელების ქმედების შესანიღბად „პოლიციელი დანიშნეს დამნაშავედ“ და ამისთვის საჭირო იყო პოლიციელის მსხვერპლად ქცევა.
მაია მწარიაშვილის თქმით, საქმიდან გამქრალია ვიდეომტკიცებულებები. მათ შორის მზიას პოლიციის დეპარატამენტში შეყვანის, საპატრულო პოლიციის სამხრე კამერებისა და პერიმეტრის.
„გამოდის, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტში ისე შეიძლება მოკლან და გადააგდონ, რომ ვერავინ გაიგოს... ჩვენ ვითხოვდით, ეჩვენებინათ მზიას შეყვანის კადრები“.
ფორუმი