17:32 - სხდომის დაწყებიდან 4,5-საათი გავიდა. მზია ამაღლობელს დაღლა ეტყობა, მაგრამ მაინც არ ჯდება ბრალდებულის სკამზე.
რამდენიმე წამით ჩაიკუზა, შემდეგ ამდენივე ხნით დაეყრდნო ხელებს, გაიმართა წელში და განაგრძო თავისი ადოკატების მოსმენა.
17:24 - მაია მწარიაშვილი აჯამებს ნათავამს:
“ეს განაჩენი შეიძლება დაწერილიყო ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში… იმდენად ზოგადი მსჯელობაა, რომ მზია ამაღლობელმა ბრალდება არ აღიარა და ეს ჩაუთვალა ართანამშრომლობად, როცა ეს ბრალი არ დაადასტურა არც სასამართლომ…
დასაბუთება აჩვენებს, რომ ეს არის სისტემური ანგარიშსწორების საქმე…
მისი სიტყვების შემდეგ დარბაზში გაისმა ტაშის ხმა
ბატონო მოსამართლეებო, პირველი ინსტაციის სასამართლომ ყვეკაფერი ნახა, მაგრამ მაინც დააკანონა უსამართლობა.
მზია სინდისის პატიმარია და ვერ იქნება დამნაშავე…
ახლახან შემხვდა ამერიკელი მოსამართლის განაჩენი, რომელშიც წერია, რომ ხანდახან უსამართლობა ნიშნავს, როცა სისტემა წყვეტს სამართლიანობას…
მზია არ არის დამნაშავე და ჩვენ მოვითხივთ სამართლიან გადაწყვეტილებას”.
17:03 - მზია ამაღლობელის უდანაშაულობის დასამტკიცებლად მაია მწარიაშვილი კითხულობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას, რომელიც შეეხება ერთ-ერთ სუპერმარკეტში კლიენტის მიერ პოლიციელის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს - სასამართლოს განმარტებით, ბრალდებულს არ ჰქონდა აღქმა, რომ პოლიციელი ასრულებდა კანონით გათვალისწინენულ ქმედებებს.
“აი ამას გეუბნებით, ბატონო თორნიკე და გეთანხმებით, როცა ეს მაგალითი მოგყავთ”, უთხრა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა პროკურორ თორნიკე გოგეშვილს.
პროკურორმა ღიმილით უპასუხა.
17:02 - უკვე ოთხი საათია უწყვეტად გრძელდება სხდომა
ფორუმი