18:16 - მზია ამაღლობელი დააბრუნეს სხდომათა დარბაზში. დაბრუნდნენ საქმის განმხილველი მოსამართლეებიც.
17:45 - სხდომაზე ნახევარსაათიანი შესვენება გამოცხადდა.
სხდომაზე დაბრუნების შემდეგ მხარეების რეპლიკებს მოუსმენენ.
17:39 - მზია ამაღლობელის სიტყვა:
“დამატება ჩემგან სამართლებრივ ნაწილში არ არის. სათქმელი არაფერია გარდა იმისა, რომ მადლიერება გამივხატო ამ ღირსეული დაცვისთვის…
ხმა, რომელიც ძალიან მაძლიერებს. ვფიქრობ, რომ ჩემ გარდა ეს ბევრი ადამინისთვის იქნებ ბრძოლის მაგალითი, განსაკუთრებით მათთვის, ვინც დემოკრატიისთვის იბრძვის…
არ ვიცი როდის გამოიტანთ განაჩენს და რამდენად სამართლიანი იქნება - რამდენად ჩამტივებთ სილის გაწვნისთვია სისხლის სამართალში…
არ ვსაუბრობ სასჯელზე, რადგან იმდენად რეპრესიული კანონები გვაქვს…
ჩავთვალოთ, რომ სასამართლომ გამიშვას სახლში, მაგრამ იმდენად რეპრესიული კანონები გვაქვს, შეიძლება მომაბრუნონ გზიდან…
იმდენად რეპრესოული კანონები გვაქვს, რომ პირბადის გამო შეიძლება დაგაკავონ…
არ დავსვათ კითხვა რატომ. რეჟიმს რაც დასჭირდება, იმას მოიგონებს.
არ უნდა დავკარგოთ რწმენა - რეჟიმი არაერთხელ დაგვაპატინრებს იმიტომ, რომ შეურაცხყოფილები ვიყოთ.
პატიმრობა არც ადვილი და მარტივია, მაგრამ არც საშიშია. მე პატომრობა კი არ მაშინებს, არამედ ის, რა დამხვდება გარეთ - ქვეყანა, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის, თუ ტანკების გარეშე დაპყრობილი ქვეყანა.
მგონია, რომ სამშობლოს სიყვარული და ღირსების შეგრძნება ისეთია, თანდაყოლილია. დღეს ღირსება გადის კონსტიტუციის დაცვაზე.
მოგიწოდებთ, ვიბრძოლოთ, სანამ გვიანი არ არის.
ბრძოლა ბოლომდე!”
მის სიტყვას ტაში მოჰყვა დარბაზში.
17:35 - ადვოკატი კახა წერეთელი მიმართავს მოსამართლეებს. მისი თქმით, მზია ამაღლობელის საქმე არის ერთი განაწყენებული პოლიციელის საპასუხოდ გადადმული ბანიჯი.
“მთელი სისტემა ჩაერთო ამაში”.
მისი თქმით, სასამართლოსთვუს ნიშანი უნდა იყოს, რომ მზიას საქმეში არ არის ვიდეოჩანაწერები, რომლის გადაღებაც 70-მდე კამერას შეეძლო.
“ეს ჯაჭვი მოვიდა თქვენამდე.
ჩვენ დავოირდით ქალბატონ მზიასაც და საზოგადოებაზეც. ეს როდის იქნება ჯერ არ ვიცით, მაგრამ თქვენც იღებთ გადაწყვეყილებას…
შეხედეთ თქვენს გადაწყვეტილებას 20 წლის პერსპექტივიდან. თუ ასე დაინახავთ, თქვენ გამოიტანთ იმ გადაწყბეტილებას, რაც უნდა გამოიტანოთ…
მჯერა, რომ გამამართლებელი განაჩენი იქნება”…
ფორუმი