19:00 - მზია ამაღლობელი ამბობს დასკვნით სიტყვას:
“რომ არა ჩემი ადვოკატების თავისუფლება რეჟიმის გავკენისგან და კანონის უზენაესობის მიმართ გრძნიბა, ჩემი ფეხი სასამართლოში არ იქნებოდა - ვიტყოდი, ელაპარაკონ ერთმანეთს.
ვფიქრობ, რომ ღირსეული დაცვა მყავდა და ეს მტკიცებულებები გათვალისწინენული იქნებოდა”.
18:59 - “ოქმი, რომელიც ჩემი ადმინისტრაციული წეაით დაკავების დროს გამოწერეს, შეიძლებოდა თქვენი სახელი და გვარი. როგორც თქვენ არ იგინებოდით იქ, ისე მე”, - მზია ამაღლობელი.
18:36 - დასკვნით სიტყვას იწყებს ადვოკატი მაია მწარიაშვილი. მისი თქმით, მოწმე პოლიციელების ჩვენებები სიცურეა და ისინი “ზღაპრებს” ჰყვებიან.
მისი თქმით, “ბრალდება ამბობს, რომ არსებობს ჩამაწერი, სადაც ბესელიას აგინებენ… რომ მენახა ასეთი ჩანაწერი, ალბათ არ მეწყინებოდა, მაგრამ არ არსებობს. ასე მტკიცებულებების გარეშე ბევრი რამის თქმა შეიძლება”.
“არ გამიკვირდება, რომ სასამართლომ თქვას, მზიას შემთხვევაში არაფრის დადასტურება არ არის საჭიროო…
იმედი მაქვს, იფიქრებთ იმ არგუმენტებზე და ყველაფერზე რაც ამ დარბაზსა და მზიას ირგვოივ ხდება და ასე მიიღებთ გადაწყვეტილებას”.
18:17 - რეპლიკის უფლებით სარგებლობს პროკურორი თორნიკე გოგეშვილი.
მისი თქმით, სუბიექტური შეფასების საგანია, სილის გაწვნის დროს აკრთებდა თუ არა ირაკლი დგებუაძე სამართლებრივ განმარტებას.
“ეს არის ინდივიდუალური შეფასების საგანია… სამართლებრივი განმარტების სტანდარია კანონისა და მუხლის დასახელება…”
მანვე აღნიშნა, რომ მზია ამაღლობელს ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვს იმისთვის, რომ გაეანალიზებინა, ირაკლი დგებუაძე იქ რა მოვალეობას ასრულებდა.
“ამ შემთხვევაში სამართლებრივი შეფასება არ უნდა გავაკეთოთ იმის კიხედვით, თუ რამდენად მკაცია სასჯელი. ჩვენ სამართლებრივი შეფასება უნდა გავაკეთოთ”, - თქვა პროკურორმა თორნიკე გიგეშვილმა.
მისი დასახელებული კვაკიფიკაციით, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო სულ მცირე 4 წელი უნდა იყოს პატიმრობაში.
ფორუმი