Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ორწლიანი პატიმრობა - ლაივბლოგი სასამართლოდან

დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვა თქვეს. ისინი შეეცადნენ დააემტკიცებინათ, რომ პოლიციელისთვის სილის გაწვნა სისხლის სამართლის დანაშაული არ არის. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა 2-წლიანი პატიმრობა.

14:11 18.11.2025

14:05 - იმის მიუხედავად, რომ სასამართლო სხდომაზე ეზოდან შემოსული შეძახილები ხშირად ფარავს ადვოკატ მაია მწარიაშვილის სიტყვას, თუმცა მოსამართლეები არ იმჩვენ.

ფანჯრები, რომელიც ეზოში მიმდინარე აქციას გადაჰყურებს მათ მათ უკან, მარჯვნივ და მარცხნივ არის.

14:21 18.11.2025

14:16 - მაია მწარიაშვილი იხსენებს მზია ამაღლობელის დაკავების მომენტსაც, როცა ისმის ბრალდებული სტატუსის მქონე ირაკლი დგებუაძის ხმა - ჟურნალისტის სისხლის სამართლის წესით დაკავებისა და გინების შესახებ.

„კადრში ჩანს ჭიშკრის შიდა მხარე, სადაც არის დაკავებული მზია ამაღლობელი და ასევე ირაკლი დგებუაძე“.

მისი თქმით, ჟურნალისტს დაკავების შემდეგ ერთი მხრიდან აგინებდნენ, მეორე მხრიდან კი მის მიმართ ფიზიკურად იწევდნენ.

მისი თქმით, საქმეში მზია ამაღლობელის მიერ დავალებების მიღების შესახებ პატაკი სახელისუფლებო ჭორების გასამყარებლად ჩაიდო. ჟურნალისტის ტელეფონზე ჩატარებული ექსპერტიზით დადასტურდა, რომ მიღებულ ინფორმაციას არ აქვს კავშირი ამ საქმესთან.

„იმისთვის, რომ სახელისუფლებო ჭორების და „დიპ სთეთის“ თემის კულტივაციისათვის ის პატაკი ჩაედოთ საქმეში, რომლის ავტორის დაკითხვა ვეღარ გაბედა ბრალდებამ.

იცით რატომ?! სწორედ იმიტომ, რომ მაშინ, მედია ჯერ კიდევ დაიშვებოდა სასამართლო სხდომებზე.

სასამართლომ ამ საქმიდან ყველაფერი ამორიცხა, ამ პატაკის გარდა.

ხომ არ გაფიქრებინებთ ეს იმას, რომ ბრალდებამ დიახაც იცოდა, რომ ეს მანიპულაცია იყო, რაც თავდასხმის ვერსიას სახელისუფლებო პოლიტიკოსების ნარატივებზე აჯენდა. ხარკი გაიღეს ამისათვის“, - თქვა მაია მწარიაშვილმა.

14:42 18.11.2025

14:35 - პროკურორები თორნიკე გოგეშვილი და შოთა ჩხაიძე უსმენენ მაია მწარიაშვილს. შოთა ჩხაიძე ხშირად მობურ ტელეფონში იხედება, თორნიკე გოგეშვილს კი თავი მაგიდაზე დადებულ ხელზე აქვს დაყრდნობილი.

პროკურორები მოითხოვენ მზია ამაღლობელს ბრალი დაუმძიმდეს და სულ მცირე 4 წელი გაატაროს საპატიმროში:

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს 6 აგვისტოს განაჩენით ბრალი გადაუკვალიფიცირა. მას 2-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით - პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით.

პროკურატურა მოითხოვს სილის გაწვნა სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმად შეაფასოს და ჟურნალისტს ბრალი დაუმძიმოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - პოლიციელზე თავდასხმა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ისჯება 4-დან 7 წლამდე პატიმრობით.

15:00 18.11.2025

14:53 - „თავისუფლება მზია ამაღლობელს!“ - კვალვ ისმის სხდომაზე.

მანდატურმა სხდომის თავმჯდომარე მოსამართლეს, ნიკოლოზ მარგველაშვილს ანიშნა, ხომ არ დაეხურა ფანჯრები.

„არა“ - უპასუხა დაბალი ხმითა და თავის მოძრაობით მან.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG