13:32 - შემოიყვანეს 11-ვე მსჯავრდებული. წინა რიგში ჯანო არჩაიას ოჯახის წევრები სხედან.
„ჩემო სიყვარულო“, - კოცნას უგზავნის შორიდან ნანა სოსელია. სხდომის დაწყებამდე ამბობდა: „ერთი წუთით არ ვყოფილვართ მე და ჩემი ქმარი ერთმანეთის გარეშე 20 წელზე მეტია და ნება რომ მომცენ, ახლაც გავყვებოდი ციხეშიო“.
რეზო კიკნაძეს საქართველოს ნაკრების ზედა აცვია. სხდომას ესწრება ონისე ცხადაძის დედა.
საქალაქო სასამართლოში განხილვებს ის არ დასწრებია.
13:30 - მოსამართლე უკვე დარბაზშია, დამსწრეები ელოდებიან, როდის შემოიყვანენ დაკავებულებს.
13:22 - სხდომათა დარბაზი გაიხსნა. უცვლელი პრობლემა დადგა - ყველა შემოსვლას ვერ ახერხებს, მათ შორის ოჯახის წევრებისა და ახლობლების ნაწილი, დარბაზში უკმაყოფილებაა.
13:13 - სხდომის დაწყება აგვიანებს, რადგან აგვიანებენ მხარეები
ფორუმი