14:03 - სხდომის დასრუბისთანავე ოჯახის წევრები წამოიშალნენ და ცდილობენ კიდევ უფრო ახლოს ნახონ დაკავებულები
13:57 - სხდომა გადაიდო. მორიგი სასამართლო 2026 წლის 20 იანვარი, 29 იანვარს, 5 თებერვალსა და 9 თებერვალს გაიმართება.
მსჯავრდებულებს სიტყვის თქმით საშუალება არ მოეცათ. განხილვას როცა დავიწყებთ, მაშინ მოგისმენთო. ანუ გამოდის, რომ დღევანდელი სხდომა ფორმალურად გაიხსნა.
„რაიმე ვადა გაქვთ, როცა განხილვა უნდა დასრულდეს?“, - კითხულობს ანდრო ჭიჭინაძე.
მოსამართლის თქმით, ვადა არ აქვს განსაზღვრული, მაგრამ თარიღებს წინასწარ „მსჯავრდებულების ინტერესების გათვალისწინებით ათანხმებს".
13:51 - ვინაიდან ერთ-ერთი ადვოკატი სხდომას არ ესწრება, მოსამართლემ გადადების გადაწყვეტილება მიიღო. ადვოკატებიც ეთანხმებიან.
„16 იანვარს რომ ჩავნიშნოთ?“, - იკითხა მოსამართლემ.
„უკვე გასვლა გვიწევს“, - ონისე ცხადაძის რეპლიკა გაისმა. დარბაზში სიცილია.
13:46 - „თითქმის ვერ მოძრაობენ და ჩვენც გვიჭირს კომუნიკაცია და არაადამიანურ მოპყრობას უტოლდება“, - ამბობს თორნიკე მიგინეიშვილი და მოუწოდებს სასამართლოს რაიმე ალტერნატივა შესთავაზოს მხარეებს, მიუხედავად იმისა, რომ სხდომა სააპელაციო სასამართლოს ყველაზე დიდ დარბაზში იმართება.
ფორუმი