13:38 - მოსამართლე მსჯავრდებულების ვინაობის დადგენას იწყებს.
ონისე ცხადაძე - „ვარ“, -პასუხობს.
ფაქტობრივი მისამართი? - „გლდანი #8 დაწესებულება“
დაკავებამდე? - „არ მახსოვს, ისე ვაგნებდი“.
13:39 - მოსამართლეს გადაეცა გური მირცხულავას წერილი, სადაც წერია, რომ ის არ აპირებს სასამართლოზე მოსვლას და ნდობას უცხადებს მის ადვოკატს ომარ ფურცელაძეს. ადვოკატი დღევანდელ სხდომას ვერ ესწრება.
მოსამართლე განმარტავს, ვინაიდან ვალდებულები ვიყავით პირველი სხდომა ვადაში ჩაგვენიშნა, ვერ შევცვალეთ დღე და საათი, მიუხედავად გადადებასთან დაკავშირებით ადვოკატის თხოვნისა.
13:46 - „თითქმის ვერ მოძრაობენ და ჩვენც გვიჭირს კომუნიკაცია და არაადამიანურ მოპყრობას უტოლდება“, - ამბობს თორნიკე მიგინეიშვილი და მოუწოდებს სასამართლოს რაიმე ალტერნატივა შესთავაზოს მხარეებს, მიუხედავად იმისა, რომ სხდომა სააპელაციო სასამართლოს ყველაზე დიდ დარბაზში იმართება.
13:51 - ვინაიდან ერთ-ერთი ადვოკატი სხდომას არ ესწრება, მოსამართლემ გადადების გადაწყვეტილება მიიღო. ადვოკატებიც ეთანხმებიან.
„16 იანვარს რომ ჩავნიშნოთ?“, - იკითხა მოსამართლემ.
„უკვე გასვლა გვიწევს“, - ონისე ცხადაძის რეპლიკა გაისმა. დარბაზში სიცილია.
ფორუმი