11:27 - დაკავებულების ამ ჯგუფში 12 ბრალდებული და 21 ადვოკატია. სხდომა დაგვიანებით დაიწყო, ყველაზე გვიან სასამართლოში ადვოკატი , გიორგი ბარდაველიძე შემოდის, რომელსაც მოსამართლე მჭედლიშვილი შენიშვნას აძლევს. „ნახევარი საათი ვაყენებდი მანქანას, მოსამართლეებისთვის ხომ არის პარკინგი და ჩვენც დაგვაყენებინონ", - ამბობს ბარდაველიძე. (გულისხმობს სასამართლოს ეზოს).
11:27 - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების ერთი ჯგუფის სასამართლო უკვე დაიწყო. სხდომის თავმჯდომარე მოსამართლე თამარ მჭედლიშვილია. ის განიხილავდა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 8 დემონსტრანტის საქმესაც. ამას გარდა, იყო თედო აბრამოვის და ნიკა კაციას საქმის მოსამართლეც. ამ ორ შემთხვევაში მან გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
ფორუმი