Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთა სასამართლო

4 ოქტომბრის აქციის საქმე უკვე არსებითი განხილვის ეტაპზეა. ეს საქმე ხუთ ნაწილადაა დაყოფილი, შესაბამისად, ბრალდებულები ხუთი ჯგუფადაა გაყოფილი და სხვადასხვა მოსამართლე განიხილავს.

13:41 15.12.2025

13:31 - მორიგი სასამართლო სხდომა 2026 წლის 13 იანვარს გაიმართება. დღევანდელი სხდომა დასრულდა.

13:40 15.12.2025

13:29 - პროკურორს ამ საქმეში 134 მოწმე ჰყავს. ამბობს, რომ ყველას არ დაკითხავს, თუმცა 15 სხდომა დასჭირდება. ბევრი ეჩვენება მოსამართლეს, ამბობს, რომ კვირაში მხოლოდ ერთი პროცესს ჩაატარებს ხოლმე.

„მკაცრი ვარ ხოლმე ამაში და დრო გამოვიყენოთ ეფექტურად“, - ამბობს ის.

4 ოქტომბრის საქმის ამ ჯგუფის სხდომები ყოველ სამშაბათს 11 საათზე გაიმართება და მთელი დღე იქნება გამოყოფილ.

13:40 15.12.2025

113:28 - მოსამართლე ამბობს, რომ იმედი ჰქონდა თითოეული ბრალდებულის შემთხვევაში ადვოკატებისგან უფრო მეტ კონკრეტიკას და დეტალს მოისმენდა და იმედი გამოთქვა, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე მაინც შეძლებს ამას.

13:40 15.12.2025

13:25 - შესავალი სიტყვის უფლებით სარგებლობს ბრალდებული ავთანდილ სურმანიძე:

„აქ მყოფი ადამიანებს არასდროს ვიცნობდი, უსამართლო ბრალდებაა, როცა ჯგუფურობას იძახის რაიმე დამადასტურებელი ფაქტები უნდა იყოს.. პროკურორს ვთხოვ ერთ0 ფაქტი მოიტანოს ამ 8-10 ბრალდებულიდან რომელიმესთან კავშირი თუ მექნება, ან დაორგანიზება...ერთი ფაქტი...თქვენც ხომ გაინტერესებთ, რომ ბრალდება დასაბუთებული უნდა იყოს, არც ერთი ფაქტი არსებობს ამის. მე ამ ადამიანებს არასდროს შევხვედრივარ, ჩემი სურვილით ჩამოვედი...

თუ ეს ადამიანების 9 თვის შემდეგ გასამართლდებიან, შემდეგ რა ხდება, ამდენი ხნით ციხეში რომ არიან გამოკეტილები? რამე ავიკიდო, რა ხდება შემდეგ, ხომ ხდება როცა ადამიანი მართლდება...".

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG