13:17 - ვახო ფიცხელაურის ადვოკატის ლექსო მერებაშვილის რიგია. ის ამბობს, რომ ფიცხელაურს მცირეწლოვანი შვილები ჰყავს, სცხოვრობს გორში, მობილურების ხელოსანია, მისი ბრალდება კი არ ემყარება მტკიცებულებებს.
13:20 - ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ „ალექსანდრე ხაბეიშვილს დანაშაული არ ჩაუდენია“.
„ის იბრძვის კოლაბორანტი ხელისუფლების მიერ დიქტატორული რეჟიმის დამყარების წინააღმდეგ და ამას აკეთებს კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში, ეჭვი არ მეპარება თქვენი მხრიდან მიუკერძოელად განხილვის შემთხვევაში შეუძლებელია გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს“.
13:25 - შესავალი სიტყვის უფლებით სარგებლობს ბრალდებული ავთანდილ სურმანიძე:
„აქ მყოფი ადამიანებს არასდროს ვიცნობდი, უსამართლო ბრალდებაა, როცა ჯგუფურობას იძახის რაიმე დამადასტურებელი ფაქტები უნდა იყოს.. პროკურორს ვთხოვ ერთ0 ფაქტი მოიტანოს ამ 8-10 ბრალდებულიდან რომელიმესთან კავშირი თუ მექნება, ან დაორგანიზება...ერთი ფაქტი...თქვენც ხომ გაინტერესებთ, რომ ბრალდება დასაბუთებული უნდა იყოს, არც ერთი ფაქტი არსებობს ამის. მე ამ ადამიანებს არასდროს შევხვედრივარ, ჩემი სურვილით ჩამოვედი...
თუ ეს ადამიანების 9 თვის შემდეგ გასამართლდებიან, შემდეგ რა ხდება, ამდენი ხნით ციხეში რომ არიან გამოკეტილები? რამე ავიკიდო, რა ხდება შემდეგ, ხომ ხდება როცა ადამიანი მართლდება...".
113:28 - მოსამართლე ამბობს, რომ იმედი ჰქონდა თითოეული ბრალდებულის შემთხვევაში ადვოკატებისგან უფრო მეტ კონკრეტიკას და დეტალს მოისმენდა და იმედი გამოთქვა, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე მაინც შეძლებს ამას.
ფორუმი