Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 ოქტომბრის საქმის იმ ჯგუფში, რომლის მოსამართლეც რომეო ტყეშელაშვილია, მტკიცებულებების გამოკვლევა იწყება

ამ ჯგუფში ბრალდებულები არიან: ვლადიმერ გველესიანი, სერგო მეგრელიშვილი, ზურაბ ჭავჭანიძე, გიორგი რურუა, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, გიორგი ქორქია, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, ლაშა ივანაძე, ლევან ჯიქია, სულხან ტუღუში, ხვიჩა გოგოხია და რამაზ მამულაძე.

15:01 16.12.2025

14:55 - პროკურორი ლაშა ცქვიტარია ამბობს, რომ დღევანდელ სასამართლოზე ვიდეომტკიცებულებებს წარადგენს, რომელსაც მხარეები გამოიკვლევენ. მისი თქმით, ახლა ზოგადად ვითარების ამსახველ ჩანაწერებს გამოიკვლევენ, მომდევნო სხდომაზე კი ინდივიდუალურად ყველა ბრალდებულის.

15:00 16.12.2025

14:50 - მოსამართლემ მოუწოდა დამსწრეებს ხმა გამოურთონ ტელეფონებს და ხელში არ დაიკავონ. ჟურნალისტები გამონაკლისია.

14:51 16.12.2025

14:48 - „სიტყვის მიცემისა და განცხადებების გაკეთების ადგილი სასამართლო დარბაზი არ არის, სიტყვებსა და განცხადებას საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს", - ამბობს რომეო ტყეშელაშვილი მას შემდეგ, რაც ზურაბ ჭავჭანიძე მას სთხოვს, სიტყვის უფლება მისცეს.

14:49 16.12.2025

14:47 - სხდომა თითქმის 50 წუთის დაგვიანებით დაიწყო. „შემდეგზე ასე ვეღარ განმეორდება“, - ამბობს ის.

მოსამართლემ მომავალი სხდომების განრიგი ამობეჭდილი მოიტანა და ადვოკატებს დაურიგა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG