14:45 - მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილი იქამდე არ იწყებს, სანამ ყველა დამსწრე ფეხზე არ ადგება. სხდომა გაიხსნა.
14:45 - 4 ოქტომბრის საქმის ამ ჯგუფში 15 ბრალდებულია. ისინი ხისა და შუშის დამცავი კონსტრუქციით შემოსაზღვრულ სივრცეში ბადრაგებთან ერთად სხედან. ადვოკატებისთვის, ტრადიციულად მერხს ამატებენ.
14:47 - სხდომა თითქმის 50 წუთის დაგვიანებით დაიწყო. „შემდეგზე ასე ვეღარ განმეორდება“, - ამბობს ის.
მოსამართლემ მომავალი სხდომების განრიგი ამობეჭდილი მოიტანა და ადვოკატებს დაურიგა.
14:48 - „სიტყვის მიცემისა და განცხადებების გაკეთების ადგილი სასამართლო დარბაზი არ არის, სიტყვებსა და განცხადებას საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს", - ამბობს რომეო ტყეშელაშვილი მას შემდეგ, რაც ზურაბ ჭავჭანიძე მას სთხოვს, სიტყვის უფლება მისცეს.
ფორუმი