Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 ოქტომბრის საქმის იმ ჯგუფში, რომლის მოსამართლეც რომეო ტყეშელაშვილია, მტკიცებულებების გამოკვლევა იწყება

ამ ჯგუფში ბრალდებულები არიან: ვლადიმერ გველესიანი, სერგო მეგრელიშვილი, ზურაბ ჭავჭანიძე, გიორგი რურუა, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, გიორგი ქორქია, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, ლაშა ივანაძე, ლევან ჯიქია, სულხან ტუღუში, ხვიჩა გოგოხია და რამაზ მამულაძე.

15:43 16.12.2025

15:27 - 4 ოქტომბრის პირდაპირი ეთერის ჩანაწერი 7-საათიანია. პროკურორი ახვევს იმ მონაკვეთებზე, რაც მისი შეფასებით, საქმისთვის მნიშვნელოვანია.

„საოქმოდ მინდა დავაფიქსირო“, - ამბობს ადვოკატი დიმიტრი ვარდიაშვილი დ აგრძელებს: „ამ ვიდეოში არც ერთ კადრში არც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და არც სხვა ბრალდებულები არ ჩანან".

15:50 16.12.2025

15:39 - ადვოკატები დიმიტრი ვარდიაშვილი და ჯანო ჭკადუა მოითხოვენ, პროკურორმა რამდენიმე წამით გადაახვიონ ის კადრები, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის კარის დაზიანება და ეზოში შესვლაა ასახული.

„დაინახეთ? ხამუთი ჩამოვარდა", - ამბობენ ადვოკატები.

„დაზიანებული იყო და შესაკეთებლად მივიდნენ? ამას ბრძანებთ? ამას მეუბნებით?“, - პასუხობს პროკურორი ლაშა ცქვიტარია და მალევე ამატებს:

„ქალბატონი მარიამი [მარიამ გაფრინდაშვილი - ტვ პირველის ჟურნალისტი, მას მიჰყავს პირდაპირი ეთერის ეს მონაკვეთი] ადგილზე იყო და უკეთ დაინახავდა...".

მოსამართლე კი არწმუნებს ადვოკატებს, რომ თუ მხარეებს რამე გამოეპარათ, „სასამართლოს არ გამოეპარება".

16:26 16.12.2025

16:22 - ადვოკატები მოსამართლეს სთხოვენ ყურადღება გაამახვილოს კადრზე, სადაც ჩანს, რომ აქციის მონაწილეებს დაშავებული პოლიციელი სასწრაფოს მანქანასთან მიჰყავთ. სამართალდამცველის დამხმარე მოქალაქეებს შორის ბრალდებულებიც არიან.

ამ ლინკზე, მესამე საათიდან შეგიძლიათ ნახოთ ის ვიდეო, რომელსაც ახლა სასამართლო სხდომაზე უყურებენ.

პროკურორი ამბობს, რომ კადრში ასახული დაზიანებული პოლიციელი დასაკითხ პირთა სიაშია.

17:04 16.12.2025

16:44 - მხარეებმა არ გამოიკვლიეს ორგანიზატორობაში ბრალდებულების დაკავება და „უდაუდაც მიიჩნიეს“

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG