Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთა სასამართლო

საქალაქო სასამართლოში გრძელდება 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთა სასამართლო.

ეს საქმე ხუთ ჯგუფადაა დაყოფილი და პარალელურად განიხილება. დღევანდელ სხდომაზე შესავალ სიტყვებს იტყვიან მხარეები. საქმეს განიხილავს მოსამართლე თამარ მახარობლიძე.

11:45

11:20 - შემოჰყავთ ბრალდებულები. ესალმებიან დამსწრეებს.

11:47

11:21 - მოსამართლე თამარ მახარობლიძე ჟურნალისტებს არ აძლევს უფლებას ჟურნალისტები გავიდნენ სხდომიდან და ისევ უკან დაბრუნდნენ.

„თუ გახვალთ, ვეღარ დაბრუნდებით“, - ამბობს ის.

„მაშინ ინფორმაციას ვერ მივიღებთ და ვერ გავავრცელებთ“, - ამბობენ ჟურნალისტები.

ადვოკატებიც მიმართავენ მოსამართლეს, მიეცეთ ჟურნალისტებს სხდომიდან გასვლისა და შემოსვლის უფლება. 4 ოქტომბრის საქმის რამდენიმე ჯგუფში მოსამართლეებმა მისცეს უფლება ჟურნალისტებს გავიდნენ სხდომიდან ჩართვაზე და შემდეგ უკან დაბრუნდნენ.

„უკვე იმსჯელა სასამართლომ, ვინც გავა, უკან ვეღარ დაბრუნდება“, - ამბობს თამარ მახარობლიძე.

მან საკითხის განხილვა დახურა.

11:47

11:32 - მოსამართლე თამარ მახარობლიძე ადგენს ბრალდებულების ვინაობას, ეკითხება საცხოვრებელ ადგილზე, განათლებაზე, დაბადების დღესა და წელზე.

არცერთი მათგანი ნასამართლევი არ ყოფილა და სასამართლოში პირველად მოხვდნენ.

11:55

11:40 - 13 ბრალდებულიდან სამს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა ედება ბრალად.
დანარჩენებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალი აქვს წაყენებული.

ამ ჯგუფში ოთხი დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს, დანარჩენები კი ბრალს არ აღიარებენ.

პროკურორების განცხადებით, საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი ამ ეტაპზე არ მიდის.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG