4 ოქტომბრის საქმე ხუთ ჯგუფადაა დაყოფილი და პარალელურად განიხილება.
11:17 - ამ ჯგუფში 13 ბრალდებულია: სიმონ მახარაძე, კახაბერ კვაჭანტირაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, იური ლომიძე, დავით გიუნაშვილი, გიორგი ტალახაძე, ბექა მაჭავარიანი, მანუჩარ მიქელაძე, საბა კორძაია, გიორგი კირვალიძე და კობა ეპიტაშვილი.
11:18 - სასამართლო დარბაზი დამსწრეებისთვის გაიღო. სხდომა ყველაზე დიდ, პირველ დარბაზში იმართება.
11:18 - დღეს ამ საქმეზე არსებითი განხილვის პირველი სხდომაა. შესავალი სიტყვის უფლებით ბრალდების მხარე ისარგებლებს.
პროკურორები არიან: როინ ხინთიბიძე და ნუგზარ ჭიტაძე. ისინი საზოგადოების ნაწილმა პროევროპული აქციების მხარდამჭერი დემონსტრანტების პროცესებიდან გაიცნო, რომლების სხვადასხვა ბრალდებით იყვნენ დაკავებულები.
ფორუმი