7 საათიან ჩანაწერში პროკურორი თამარ ბეჟუაშვილი აქციის მიმდინარეობის აღმწერ კადრებს პერიოდულად ახვევს არგუმენტით, რომ „რელევანტური არ არის“. დაცვის მხარე არ ეთანხმება და მოითხოვენ, სრულად გამოიკვლიონ.
პროკურორი: 7-საათიანი მასალაა
შოთა თუთბერიძე: რატომ წარადგინეთ მაშინ, რატომ არ ამოჭერით ის, რაც რელევანტური იყოს...
შოთა თუთბერიძე: არ არის საქმისთვის რელევანტური ის მონაკვეთი, რასაც იკვლევთ[პროკურორს მიმართავს]?
პროკურორი: არა
შოთა თუთბერიძე: აბა, რატომ წარმოადგინეთ და რატომ თქვა, რომ მოსამართლემ რელევანტურია?
მოსამართლე: გააგრძელეთ, ისე როგორც იკვლევთ
შოთა თუთბერიძე: ბატონო მოსამართლე ის 30 წამი, რასაც ახვევს დაცვის მხარისთვის მნიშვნელოვანია, ეს მტკიცებულება ბრალდების მხარისაა, მაგრამ მხოლოდ ბრალდების მხარე არ იკვლევს, ყველა ივლევს...
საბოლოოდ გადაწყდა, რომ ვიდეოჩანაწერს სრულად გამოიკვლევენ, რადგან თუ არ მოუსმენენ იმ მონაკვეთებს, რაც დაცვის მხარისთვისაა მნიშვნელოვანი, გამოვა, რომ მტკიცებულების ეს ნაწილი გამოუკვლეველი დარჩება.
შოთა თუთბერიძემ იქამდეც შეახსენა პროკურორს, რომ მხარეებს მტკიცებულებების გამოკვლევის თანაბარი უფლებები აქვთ.
ერთ-ერთ კადრში ჩანს ბრალდებული თორნიკე მჭედლიშვილი, რომელსაც დაშავებული პოლიციელი სასწრაფოს ექიმებთან მიჰყავს. მისი ადვოკატი მოსამართლეს მიანიშნებს, ხუსკივაძეც უდასტურებს, რომ დაინახა.
უკვე მესამე საათია მთელი სხდომა 7-საათიანი ვიდეოს ნახვითა და შიგადაშიგ გადახვევით შემოიფარგლება. დამსწრეებმა ერთმანეთში გააბეს საუბარი, ზოგი ტელეფონით ერთობა, ზოგი დარბაზს ათვალიერებს.
ბრალდებულები ფეხზე დგებიან და ჯდებიან...ერთმანეთს ესაუბრებიან. იგივე ადვოკატების მაგიდასთანაც.
ვიდეომტკიცებულების მთავარი ნაწილი ბრალდებულების დაკავებაა. ახლა ვიდეოში ირაკლი ნადირაძე საუბრობს. დარბაზში ტირის მისი მეუღლე.
„სხვანაირად არ შემეძლო, მე დამიჭირეს ჩემი ძმაკაცი, ხაბეიშვილი, მინდოდა ის დღესვე თავისუფალი ყოფილიყო, სინდისის პატიმრები ცოცხლები ყოფილიყვნენ...", - ამბობს ტვ პირველის პირდაპირ ეთერში ირაკლი ნადირაძე, დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე.
ფორუმი