ადვოკატი, დავით ჩომახიძე არ ეთანხმება ბრალს და „აბსურდულად“ მოიხსენიებს.
„უკანონო დავალების შეუსრულებლობა და შეტყობინება დანასშაულის თაობაზე ეს სამართლებრივი ვალდებულებაა საჯარო მოხელის და მოქალაქის... დაპირებული თანხა მოდის სახელმწიფო ბიუჯეტიდან და არა პირადი ან პარტიული რესურსიდან. ეს არის პრემია წახალისება, რომელიც დაპირების გზით ხდება.... დაპირებული თანხა მოდის ბიუჯეტიდან, როგორც პოლიტიკური პროგრამის ნაწილი .. არ არსებობს პირადი სარგებლის მოტივაცია. ეს არის დაპირება, რომელიც კანონის საფუძველზე შესრულდება და სისხლის სამართლის ნიშნები არ იკვეთება", - ამბობს ადვოკატი.
„ლევან ხაბეიშვილს ბრალად ედება დანაშაულთა ერთობლიობა“, - ამბობს პროკურორი ბექა ხუნაშვილი და იწყებს შესავალ სიტყვას.
მისი განცხადებით, ტელევიზიაში და საჯარო გამოსვლებისას ლევან ხაბეიშვილი პოლიციელებს ქრთამის გადახდას ჰპირდებოდა, თუ ისინი არ შეასრულებდნენ დაკისრებულ უფლებამოვალეობებს.
„ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით ლევან ხაბეიშვილი მოქალაქეებს სისტემატურად მოუწოდებდა ხელისუფლების დამხობისკენ და განსაზღვრავდა ამისთვის დროსა და ადგილს“, - აცხადებს პროკურორი.
მურთაზ ზოდელავას შესახებ კი ამბობს: „ლევან ხაბეიშვილის დაკავების დროს, ვაჟა-ფშაველს 45-ის მიმდებარედ [ტელეკომპანია ფორმულას შენობა - რ.თ.] მურთაზ ზოდელავა ჩაერია სუს-ის თანამშრომლების საქმიანობაში და სცადა გადაემალა ხაბეიშვილის ტელეფონი, რომელზეც ჩხრეკის განჩინება იყო გაცემული.
მურთაზ ზოდელავას ბრალად ედება სამართალწარმოების განხორციელებისთვის, გამოძიებისთვის ან დაცვის განხორციელებისთვის ხელის შეშლა. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.
მოსამართლე ლევან ხაბეიშვილს ბრალდებას უკითხავს - მას ბრალად ედება მოხელისადმი ქრთამის შეთავაზება, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეორე მუხლი - კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ მოწოდებაა.
„თავს ცხადია დამნაშავედ არ ვცნობ“, - თქვა ლევან ხაბეიშვილმა
ფორუმი