Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ხაბეიშვილი - ზოდელავას საქმე - ლაივბლოგი
ხაბეიშვილი - ზოდელავას საქმე - ლაივბლოგი

ხაბეიშვილი - ზოდელავას საქმე - ლაივბლოგი

კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობისა და ქრთამის შეთავაზების ბრალდებები - ამ საქმეზე დღეს არსებითი განხილვის პირველი სხდომა გაიმართება. ბრალდებულები არიან: ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა.

15:46 18.12.2025

მურთაზ ზოდელავას ბრალად ედება სამართალწარმოების განხორციელებისთვის, გამოძიებისთვის ან დაცვის განხორციელებისთვის ხელის შეშლა. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.

15:50 18.12.2025

„ლევან ხაბეიშვილს ბრალად ედება დანაშაულთა ერთობლიობა“, - ამბობს პროკურორი ბექა ხუნაშვილი და იწყებს შესავალ სიტყვას.

მისი განცხადებით, ტელევიზიაში და საჯარო გამოსვლებისას ლევან ხაბეიშვილი პოლიციელებს ქრთამის გადახდას ჰპირდებოდა, თუ ისინი არ შეასრულებდნენ დაკისრებულ უფლებამოვალეობებს.

„ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით ლევან ხაბეიშვილი მოქალაქეებს სისტემატურად მოუწოდებდა ხელისუფლების დამხობისკენ და განსაზღვრავდა ამისთვის დროსა და ადგილს“, - აცხადებს პროკურორი.

მურთაზ ზოდელავას შესახებ კი ამბობს: „ლევან ხაბეიშვილის დაკავების დროს, ვაჟა-ფშაველს 45-ის მიმდებარედ [ტელეკომპანია ფორმულას შენობა - რ.თ.] მურთაზ ზოდელავა ჩაერია სუს-ის თანამშრომლების საქმიანობაში და სცადა გადაემალა ხაბეიშვილის ტელეფონი, რომელზეც ჩხრეკის განჩინება იყო გაცემული.

15:54 18.12.2025

ადვოკატი, დავით ჩომახიძე არ ეთანხმება ბრალს და „აბსურდულად“ მოიხსენიებს.

„უკანონო დავალების შეუსრულებლობა და შეტყობინება დანასშაულის თაობაზე ეს სამართლებრივი ვალდებულებაა საჯარო მოხელის და მოქალაქის... დაპირებული თანხა მოდის სახელმწიფო ბიუჯეტიდან და არა პირადი ან პარტიული რესურსიდან. ეს არის პრემია წახალისება, რომელიც დაპირების გზით ხდება.... დაპირებული თანხა მოდის ბიუჯეტიდან, როგორც პოლიტიკური პროგრამის ნაწილი .. არ არსებობს პირადი სარგებლის მოტივაცია. ეს არის დაპირება, რომელიც კანონის საფუძველზე შესრულდება და სისხლის სამართლის ნიშნები არ იკვეთება", - ამბობს ადვოკატი.

15:59 18.12.2025

მისი თქმით, „წახალისება მიმართულია, რომ მოხელემ დაიცვას კანონი, არ შეასრულოს უკანონო დავალება და შეატყობინოს უწყებებს".

„პოლიტიკური განცხადება არ შეიძლება ჩაითვალოს ქრთამის დაპირებად ან შეთავაზებათ.. ეს არის პოლიტიკურ დაპირება, რეალიზაციის შემთხვევაში კი კანონშემოქმედებითი საკითხია, მაგალითად ჯილდოს დაწესება... შრომითი კოდექსი ისედაც ითვალისწინებს პრემიის და დაჯილდოების მექანიზმებს....დანაშაულზე შეტყობინება კი ლევან ხაბეიშვილის შეხედულებით საჭიროებს დამატებით რეგულირებას“, - აცხადებს ადვოკატი.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG