Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ხაბეიშვილი - ზოდელავას საქმე - ლაივბლოგი
ხაბეიშვილი - ზოდელავას საქმე - ლაივბლოგი

ხაბეიშვილი - ზოდელავას საქმე - ლაივბლოგი

კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობისა და ქრთამის შეთავაზების ბრალდებები - ამ საქმეზე დღეს არსებითი განხილვის პირველი სხდომა გაიმართება. ბრალდებულები არიან: ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა.

16:19 18.12.2025

ლაშა ტყეშელაძე აცხადებს, რომ „პოლიტიკური დაპირება, პოლიტიკური სიტყვა დასჯადი არ არის“.

16:24 18.12.2025

„ლევან ხაბეიშვილის პატიმრობა არის თუ არა სავარაუდო ანგარიშსწორების მიზეზი მის წინააღმდეგ მისი პოლიტიკური საქმიანობის გამო?", - სვამს კითხვას ადვოკატი, ირაკლი კონდახაშვილი და აგრძელებს:

„რა უდევს საფუძვლად იმას, რომ ლევან ხაბეიშვილს არასრულწლოვან შვილებთან კომუნიკაცია უკანონოდ აქვს აკრძალული? სრული იზოლაცია... რა არგუმენტებს ემყარება? - ეს გამოიყენება, როგორც უკანონო დევნის, ანგარიშსწორების ინსტრუმენტი და იმედი მაქვს, თქვენც არ ჩადგებით ამ მწყობრში, გაწყვეტთ ჯაჭვს....“, - ამბობს ადვოკატი.

მისი განცხადებით, როცა სტუდენტებს ასწავლის და უხსნის რა არის ქრთამი, ისმის კითხვა, როგორ ჩნდება ხაბეიშვილის საქმე ქრთამში.

„როგორ ახნიდით თქვენ?“, - ეკითხება მოსამართლეს ადვოკატი და აცხადებს, ამომრჩევლის მოსყიდვაც კი არ არის, არათუ ქრთამი, როცა პოლიტიკოსი დაპირებას იძლევა ბიუჯეტზე დაყრდნობითო.

16:29 18.12.2025

ის ფიქრობს, რომ ქრთამის ბრალდებამ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებები გამოიწვია და სწორედ ამიტომ დაუმატეს მეორე ბრალი, „ასევე დაუსაბუთებელი“.

„მხოლოდ ტერმინი დამხობა არ არის საკმარისი მუხლის კვალიფიკაციისთვის. აღნიშნული მოწოდება უნდა გულისხმობდეს, დროით და კონტექსტით ძალადობრივ ქმედებებს...ჩვენ ამ საქმეში გვაქვს, რომ ლევანი აბსოლუტურად ყველა მის გამოსვლაში, განმარტავს - მშვიდობიანი დამხობა. ყველგან არის აპელირება კონსტიტუციაზე, კანონმორჩილებაზე და იგულისხმება მშვიდობიანად ხელისუფლების დამხობა. ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ პოზიციები და თქვენ უნდა შეაფასოთ მშვიდობიანი დამხობა თავის თავში გულისხობს თუ არა ძალადობრივ ქმედებებს და მეორე, პოლიტიკოსის პოლიტიკური დაპირება, არის თუ არა ქრთამის მიცემა და სამოხელეო დანაშაული", - აცხადებს კონდახაშვილი.

17:06 18.12.2025

შესავალი სიტყვით სარგებლობს ლევან ხაბეიშვილი.

ბრალს მიყენებს პროკურატურა, ვისაც ძალაუფლება აქვს ხელში და შეუძლია აიღოს და ციხეში ჩამსვას, ბრალს მიყენებს, ქრთამი შესთავაზაო, მე წლებია ვეწევი პოლიტიკურ საქმიანობას, იქამდე კორუფციაზე ვმუშაობდი და ვაკეთებდი ხელისუფლების მამხილებელ განცხადებებს... ეს რომ სიმართლე იყო ახლა გამოჩნდა....

... გავლენა და ფული თუ მინდოდა კიდე პარლამენტარი ვიქნებოდი, გაყალბებული არჩევნების პირობებშიც, მაგრამ ჩემით ვთქვი უარი... ჩემი შეგნებული ცხოვრებიდან გამომდინარე ეს სწორად არ მიმაჩნია...

შეიძლება მომისაჯოდ 7, 9, 14... ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა კი არა, ყოველ დღე ადამიანს აფიქრებინებდე, რომ 7 წელი პოლიტიკური განცხადების გამო ციხეში იქნება... ეს არის წამებასთან გათანაბრებული... წარმოიდგინეთ გაატარეთ 7 წელი, კარცერში...ათას სისაძაგლეზე გეფიქრება.... რომ გააღონ კარი და დაგიმატონ კიდევ რაღაც...წლების წინ გითქვამსო? - ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა...

გრენდაიზერი კი არ ვარ, .... მე ვიცი, რომ ეს არის ტვირთი, რომელიც თავად ავიკიდე და ბოლომდე უნდა მივიყვანო... თავს უფლებას ვერ აძლევ, რომ გისჯიან შვიდ წელს გემუქრებიან, 7 წელი გაგიშვებ ციხეშიო... ეს ჩემი ტვირთია, თორემ როგორ შეიძლება ქრთამად ჩაითვალოს პოლიტიკოსის საჯარო დაპირება...

... მე რომ გითხრათ [მოსამართლეს - რ.თ] თუ თქვენ სამართლიანად განსჯით ყველა თქვენ საქმეს როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება თქვენი ხელფასი იქნება ორმაგი, ხუთმაგი ეს არის დანაშაული? - აბსოლუტურად იდენტურია. თუ ეს დანაშაულია დამიმატეთ მუხლები... მე პენსიონრებს ვპირდებოდი, რომ მოპარულ ფულს დავუბრუნებდი... მე პედაგოგს დავპირებივარ, რომ მოემსახურეთ ბავშვებს, ქვეყანას და მიიღებთ უფრო მეტს, ვიდრე იღებთ...რა განსხვავებაა

მტკიცებულებები კი არა, სასაცილოა, ჩემი საჯარო გამოსვლებია...

ქრთამის შეთავაზება ვიცი მე ჩუმი...ესეც ჩემი ქონებაა[შლის ფურცელს], ირაკლი ნადირაძის ლექცია, ფულის ნაცვლად ასეთ რაღაცებს ვინახავ...

ამ რეჟიმის პირობებშიც კი, რომელიც მე რეჟიმად მიმაჩნია, დაზარალებული ვარ ორ საქმეში, ერთი - საკრებულოში დამლაგებლების ხელფასის მომატებას ვითხოვდი და დამესია ქოცბანდა და იქ დაზარალებულად ვარ ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ მეც აღმიძრეს სახე...

ადამიანები, რომლებიც მე დამესხნენ თავს, სამივეს ამნისტირებაზე პირადად მოვაწერე ხელი, გულში კი არ ჩამიდია ბოღმა...

მეორეჯერად ვარ დაზარალებული, როცა იმ გდდ-ს თანამშრომლებმა, რომლებსაც ვპირდებოდი არ სცემოთ, აწამოთ, დაასახიჩროთ, მე მაწამეს, მე სამართალი ვერ ვიპოვე... მე უნდა ვიჯდე კარცერში და.. ის ხალხი დავასახელე მეორე დღესვე სახელით და გვარით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში დალეწილმა და დანგრეულმა, ცალი თვალით ვერ ვიყურებოდი.... ის ხალხი თავისუფალია...

...აქციაზე ადმინისტრაციულიც კი არ მაქვს, არათუ ნასამართლეობა... იმ გდდ-ს თანამშრომლებს რას ვეუბნებოდი? - არ მოიქცეთ უკანონოდ....თუ სადმე ნახავთ წინადადებათა წყობას - თქვენ არ შეასრულოთ თქვენი უფლებამოსილება და ამის გამო მე ჩემი ჯიბიდან გადაგიხდით, მე ვიტყვი, რომ ვაღიარებ დანაშაულს...".

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG