Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტროტუარზე პროტესტისთვის დაკავებულების სასამართლო

ანი ახმეტელი, გიორგი ბულია, მარინა ჟვანია, ელენე ჯღარკავა - მათ ხალხის სავალ ნაწილზე (ტროტუარზე) „ხალხის სავალი ნაწილის ჩახერგვას“ ედავებიან, რაც გამოიხატა ტროტუარზე(ხალხის სავალ ნაწილზე) დგომით.

13:31 25.12.2025

13:20 - ანი ახმეტელი სარგებლობს სიტყვის უფლებით:

„მართლა მაინტერესებს თქვენგან პასუხები კითხვებზე. 17 დეკემბერს მართალია ოქმში წერია ის ფაქტი, რომ მე არ დავემორჩილე გაფრთხილებას, მე მახსოვს და ვიდეოში ისმის ხმა, არათუ დაიშალეთ, არამედ „გადადით ტროტუარიდან“. იქ ვინც ვდგავართ, ერთი წელია არ ვართ კანონდამრღვევები, ჩვენ ვსარგებლობთ კონსტიტუციური უფლებით იმ ადგილას, სადაც არ დავარღვევთ კანონს.

მოსამართლე: რომ გაგეგოთ ეს მითითება რა რეაქცია გექნებოდათ?

ანი ახმეტელი: რთულია ამის თქმა ახლა, მაგრამ დავემორჩილებოდი...

აგრძელებს ახმეტელი საუბარს:

„იყო შემთხვევები, როცა პოლიცია კორდონს აყენებდა ხოლმე იმ ადგილას, სადაც მისვლა არ შეიძლებოდა.. კონკრეტული მითითება რომ ყოფილიყო, აქ დადექით... არავის მიუთითებია, „გადადით ტროტუარიდან“ რას ნიშნავს, სად წავიდეთ, გზაზე ხომ ვერ დავდგებით, კანონდარღვევაა ეგეც...“.

მოსამართლე: ეს საკანონმდებლო ცვლილება იმ საკითხების რეგულირებას ხომ არ ემსახურება მიზნად, რაზეც საუბრობთ?

ანი ახმეტელი: ..ვერ ვიგებ კითხვას...სავარაუდოდ კი..

მოსამართლე: იცოდით კახა წიქარიშვილის განცხადების შინაარსი?

ანი ახმეტელი: არა, არ ვიცოდი კონკრეტულად შინაარსი, ვიცოდი, რომ განცხადება გაგზავნილი იყო.

მოსამართლე: პასუხი არ იცოდით?

ახმეტელი: არა

მოსამართლე: ხომ არ მოიკითხეთ?

ახმეტელი: არა, მე მოქალაქეს როგორ უნდა მომეკითხა?

მოსამართლე: დაგერეკათ შსს-ში.

13:08 25.12.2025

13:02 - ადვოკატის თქმით, ანი ახმეტელს „არ გადაუკვეთავს ტროტუარი და არც ვინმესთვის შეუქმნია შეფერხება, დაბრკოლება.. 20:35 წუთზე ის მივიდა აქციაზე და დგას მარტო, ესალმება აქციის სხვა მონაწილეს, პოლიციის წარმომადგენელს მის მიმართ მოთხოვნა არ ჰქონია“

„რომელზე მიხვედით?“, - ეკითხება ახმეტელს მოსამართლე

„რომ მივედი ხალხი უკვე იდგა, როცა მივედი არც კი იდგა შსს-ს მანქანა, თუ არ ვცდები დაკავების, თეთრი, არც მანქანა იდგა და არც პატრული არ უშლიდან იქ მყოფებს ყოფნას“, - უპასუხა ანი ახმეტელმა.

ადვოკატი აგრძელებს, რომ აქციის მონაწილეები არავის გადაადგილებას აფერხებდნენ, იყო სხვადასხვა გზა, სადაც ქვეითები გადაადგილებას მოახერხებდნენ.

ამასთან, შსს-ს იურისტის თქმით, აქციაზე პარლამენტის წინ 50-მდე აქციის მონაწილე იდგა.

ადვოკატი: ძალიან კურიოზულ სიტუაციაში ვართ, რადგან არაერთ პროცესზე შევხვდრივართ ჩვენ ერთმანეთს და ყოველთვის იყო მოწოდება შსს-სგან, რომ გადადით ტროტუარზე და იქ გამოხატეთ თქვენი პროტესტიო. ეხლა გაირკვა, რომ რაღაც ნებართვას ითხოვს ჩვენგან შსს.

არცერთ კანონში ნებართვის საჭიროება არ წერია.

„მოცემულ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მსუსხავი კი არა გამყინავი ეფექტი, რომ დემონსტრანტებმა ვერ ისარგებლონ 26-ე მუხლით, შეკრების უფლებით ყოველგვარი ნებართვის გარეშე“, - ამბობს ადვოკატი მალხაზ პატარაია.

„ახალ წელს აშშ-ში ინდაურებს იწყალებენ და მეგონა შსს ადმინისტრაციული კოდექსის 22-ე მუხლს გამოიყენებდა მაინც, თუ დარღვევა დადგინდება, თუმცა დარღვევა არ არის“, - ამბობს ადვოკატი.

12:56 25.12.2025

12:55 - სხდომის პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ​საქართველოს სახალხო დამცველი გეგმავს, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს დემონსტრაციების შემზღუდველი ის კანონები, რომელიც სადავო პარლამენტმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიიღო. ლევან იოსელიანმა პირველი არხის ეთერში თქვა, რომ საკონსტიტუციო სარჩელი უკვე მზადდება და მას უახლოეს დღეებში შეიტანს.

12:53 25.12.2025

12:49 - შეკრების თავისუფლებას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი იცავს, რომლის თანახმადაც:

მუხლი 21. შეკრების თავისუფლება

1. ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება.

2. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ხალხის ან ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება.

3. ხელისუფლებას შეუძლია შეკრების შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG