Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტროტუარზე პროტესტისთვის დაკავებულების სასამართლო

ანი ახმეტელი, გიორგი ბულია, მარინა ჟვანია, ელენე ჯღარკავა - მათ ხალხის სავალ ნაწილზე (ტროტუარზე) „ხალხის სავალი ნაწილის ჩახერგვას“ ედავებიან, რაც გამოიხატა ტროტუარზე(ხალხის სავალ ნაწილზე) დგომით.

14:01 25.12.2025

13:43 - გადავინაცვლეთ #4 სხდომათა დარბაზში, მოსამართლე მანუჩარ ცაცუა. ტროტუარზე პროტესტის გამო ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება ელენე ჯღარკავას.

13:39 25.12.2025

13:37 - ამავე ლაივბლოგში გაგრძელდება რეპორტაჟი სხვა სასამართლოებიდან.

13:39 25.12.2025

13:36 - მოსამართლე ამბობს, რომ სხვა სხდომაც უნდა ჩაატაროს, შესაბამისად გადაიდო 2026 წლის 9 იანვრამდე.

13:37 25.12.2025

კითხვებს სვამს შსს-ს იურისტი თეონა დემურხანაშვილი:

„არ გაგიჩნდათ სურვილი ორგანიზატორთან მისულიყავით, გამოგეკითხათ, სად უნდა დამდგარიყავით? ამ ინფორმაციის მოკვლევის სურვილი არ გაგჩენიათ?“

ახმეტელი: თქვენ ახლა იმას ამბობთ, რომ ვინც ორგანიზატორია შესასვლელში უნდა იდგეს და ყველა უნდა მივიდეს და უთხრას რომ მოვედიო?

მოსამართლე ზვიად ცეკვავა ჩაერთო: „აქციის ორგანიზატორის ფუნქცია რა არის?“

ახმეტელი: რომ არ დავარღვიოთ კანონი....ჩვენ იქ კანონი არ დაგვირღვევია

მოსამართლე: ანუ თქვენ აცხადებთ, რომ რადგანაც აქციის ორგანიზატორის მხრიდან მითითება არ ყოფილა, თქვენი ქმედება იყო კანონიერი?

ადვოკატი: და პოლიციელის

ახმეტელი: არ გამიგია პოლიციელის მოწოდება.

ისევ სვამს კითხვა თეონა დემურხანაშვილი: რა ზომებს მიმართეთ, რომ წესები დაგეცვათ?

ამატებს მოსამართლე: ჩემთვის ცნობილი იყო რეგულაციებიო.. აქედან გამომდინარე, რომ არ მომხდარიყო სავარაუდო დარღვევა და აქცია ჩატარებულიყო კანონის ფარგლებში ამისთვის რა მოიმოქმედეთ? ხომ არ მიგიმართავთ შსს-სთვის, წერილი ხომ არ გაგიზგავნიათ, ხომ არ დაგირეკიათ, ორგანიზატორთან ხომ არ გქონიათ კომუნიკაცია....

ახმეტელი: კითხვა ვერ გავიგე

მოსამართლე: გაქვთ ვალდებულება დაიცვათ კანონით გათვალისწინებული ნორმები?

ახმეტელი: დიახ

[ამის შემდეგ მოსამართლე უმეორებს იგივე კითხვას, რა გააკეთეთ რომ კანონი არ დაგერღვიათო, რა მოიმოქმედეთო...]

ვერც ახმეტელი და ვერც ადვოკატები ვერ იგებენ რას ეკითხება მოსამართლე და რა უნდა უპასუხონ

მოსამართლე: დაინტერესდით თუ არა, განცხადებას რა რეაგირება მოჰყვა?

ახმეტელი: რადგანაც იქ მისვლა და დადგომა შევძელი, ჩავთვალე, რომ უკანონობა არ იყო და ჩვენ ეს შეგვეძლო.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG