14:38 - ნონა ცინცაძის მომდევნო სასამართლო 12 იანვარს 14:00-ზე ჩაინიშნა.
14:36 - ადვოკატი გიორგი ტაბატაძე სასამართლოს მიმართავს, საქმეს მტკიცებულებად დაერთოს იურისტ კახა წიქარიშვილის განცხადებები, რომლითაც მან შსს-ს მიმართა და აქციის გამართვის შესახებ შეატყობინა. მისი განცხადებები მოიცავს 11-დან 19 დეკემბრამდე პერიოდს.
მოსამართლე დოკუმენტები საქმეს მტკიცებულებად დაერთო, რადგან მიიჩნია, რომ „საქმესთან შემხებლობაშია“.
14:30 - ადოკატ გიორგი ტაბატაძის თქმით, ნონა ცინცაძე ტაბიძეზე ცხოვრობს, „მიდიოდა ქუჩაში, ნახა ნაცნობები, საღამოს სეირნობდა, იდგა ცოტახანს, გამოსვლები იყო, მოუსმინა ლევან ცუცქირიძეს, სახლთან ახლოს იყო, გაიარა, მეგობართან საუბრის დროს გადაუღეს და დაიბარეს“.
მოსამართლის თქმით, მათ აქვთ დოკუმენტაცია, რომ ნონა ცინცაძე ორჯერაა დაჯარიმებული 5000 ლარით.
ამის შესახებ არ იციან არც ადვოკატმა და არც თავად ნონამ. მოსამართლემ სთხოვა შსს-ს გაარკვიოს, აღსრულებულია თუ არა ეს ჯარიმები და ჩაბარდა თუ არა დაჯარიმებულს.
იურისტების თქმით, დოკუმენტაციას მომდევნოს სხდომაზე მოიტანენ.
საქმეს დაურთეს ნონა ცინცაძის ჯანმრთელობის შესახებ ცნობებიც, რომელიც ადვოკატმა წარადგინა.
14:28 - „ბატონო ბუბა, იგივე კითხვა მაქვს, არც აქ გვაქვს ხანგრძლივი მასალა შორი კადრიდან რა ხდებოდა ადგილზე, წარმოადგინეთ მინიმუმ ნახევარსაათიანი ჩანაწერი“, - ამბობს მანუჩარ ცაცუა.
ადვოკატი ხუმრობს, „შეიძლება მეც მიპოვონ იმ კადრებშიო“.
მოსამართლე: „შეიძლება ბატონი ბუბაც არისო“.
ფორუმი