11:24 - რაც შეხება ანი ახმეტელს. ის პოლიციის მაიორმა გიგა ბატკუაშვილმა 17 დეკემბრის ვიდეოჩანაწერებში პარლამენტთან ტროტუარზე მდგომი აღმოაჩინა. მას ედავებიან „ხალხის სავალი ნაწილის ჩახერგვას“, რაც გამოიხატა ტროტუარზე დგომით.
11:25 - აცილებასთან დაკავშირებით შსს-ს იურისტების პოზიცია ასეთია.
- „არაერთი სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეთ ბატონო ზვიად სასამართლ სხდომებზე და ვერ დავეთანხმებით აცილების შუამდგომლობას"
„კონკრეტული ქვეყანა რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს ეს ვერ იქნება აცილების საფუძველი“, - ამბობს თინათინ კაჭკაჭიშვილი.
ზვიად ცეკვავა თავს არ იცილებს.
11:27 - ანი ახმეტელი ღელავს, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ტროტუარზე დგომისთვის პატიმრობა დაემუქრებოდა, თუნდაც ადმინისტრაციული. სხდომას ესწრებიან მისი მშობლები.
11:27 - შსს-ს წარმომადგენელი თინათინ კაჭკაჭიშვილი ვიდეოჩანაწერს გადასცემს სასამართლოს, როგორც მტკიცებულებას, რომ „ანი ახმეტელმა ტროტუარზე დგომით დაარღვია კანონი".
ფორუმი