13:20 - ანი ახმეტელი სარგებლობს სიტყვის უფლებით:
„მართლა მაინტერესებს თქვენგან პასუხები კითხვებზე. 17 დეკემბერს მართალია ოქმში წერია ის ფაქტი, რომ მე არ დავემორჩილე გაფრთხილებას, მე მახსოვს და ვიდეოში ისმის ხმა, არათუ დაიშალეთ, არამედ „გადადით ტროტუარიდან“. იქ ვინც ვდგავართ, ერთი წელია არ ვართ კანონდამრღვევები, ჩვენ ვსარგებლობთ კონსტიტუციური უფლებით იმ ადგილას, სადაც არ დავარღვევთ კანონს.
მოსამართლე: რომ გაგეგოთ ეს მითითება რა რეაქცია გექნებოდათ?
ანი ახმეტელი: რთულია ამის თქმა ახლა, მაგრამ დავემორჩილებოდი...
აგრძელებს ახმეტელი საუბარს:
„იყო შემთხვევები, როცა პოლიცია კორდონს აყენებდა ხოლმე იმ ადგილას, სადაც მისვლა არ შეიძლებოდა.. კონკრეტული მითითება რომ ყოფილიყო, აქ დადექით... არავის მიუთითებია, „გადადით ტროტუარიდან“ რას ნიშნავს, სად წავიდეთ, გზაზე ხომ ვერ დავდგებით, კანონდარღვევაა ეგეც...“.
მოსამართლე: ეს საკანონმდებლო ცვლილება იმ საკითხების რეგულირებას ხომ არ ემსახურება მიზნად, რაზეც საუბრობთ?
ანი ახმეტელი: ..ვერ ვიგებ კითხვას...სავარაუდოდ კი..
მოსამართლე: იცოდით კახა წიქარიშვილის განცხადების შინაარსი?
ანი ახმეტელი: არა, არ ვიცოდი კონკრეტულად შინაარსი, ვიცოდი, რომ განცხადება გაგზავნილი იყო.
მოსამართლე: პასუხი არ იცოდით?
ახმეტელი: არა
მოსამართლე: ხომ არ მოიკითხეთ?
ახმეტელი: არა, მე მოქალაქეს როგორ უნდა მომეკითხა?
მოსამართლე: დაგერეკათ შსს-ში.
კითხვებს სვამს შსს-ს იურისტი თეონა დემურხანაშვილი:
„არ გაგიჩნდათ სურვილი ორგანიზატორთან მისულიყავით, გამოგეკითხათ, სად უნდა დამდგარიყავით? ამ ინფორმაციის მოკვლევის სურვილი არ გაგჩენიათ?“
ახმეტელი: თქვენ ახლა იმას ამბობთ, რომ ვინც ორგანიზატორია შესასვლელში უნდა იდგეს და ყველა უნდა მივიდეს და უთხრას რომ მოვედიო?
მოსამართლე ზვიად ცეკვავა ჩაერთო: „აქციის ორგანიზატორის ფუნქცია რა არის?“
ახმეტელი: რომ არ დავარღვიოთ კანონი....ჩვენ იქ კანონი არ დაგვირღვევია
მოსამართლე: ანუ თქვენ აცხადებთ, რომ რადგანაც აქციის ორგანიზატორის მხრიდან მითითება არ ყოფილა, თქვენი ქმედება იყო კანონიერი?
ადვოკატი: და პოლიციელის
ახმეტელი: არ გამიგია პოლიციელის მოწოდება.
ისევ სვამს კითხვა თეონა დემურხანაშვილი: რა ზომებს მიმართეთ, რომ წესები დაგეცვათ?
ამატებს მოსამართლე: ჩემთვის ცნობილი იყო რეგულაციებიო.. აქედან გამომდინარე, რომ არ მომხდარიყო სავარაუდო დარღვევა და აქცია ჩატარებულიყო კანონის ფარგლებში ამისთვის რა მოიმოქმედეთ? ხომ არ მიგიმართავთ შსს-სთვის, წერილი ხომ არ გაგიზგავნიათ, ხომ არ დაგირეკიათ, ორგანიზატორთან ხომ არ გქონიათ კომუნიკაცია....
ახმეტელი: კითხვა ვერ გავიგე
მოსამართლე: გაქვთ ვალდებულება დაიცვათ კანონით გათვალისწინებული ნორმები?
ახმეტელი: დიახ
[ამის შემდეგ მოსამართლე უმეორებს იგივე კითხვას, რა გააკეთეთ რომ კანონი არ დაგერღვიათო, რა მოიმოქმედეთო...]
ვერც ახმეტელი და ვერც ადვოკატები ვერ იგებენ რას ეკითხება მოსამართლე და რა უნდა უპასუხონ
მოსამართლე: დაინტერესდით თუ არა, განცხადებას რა რეაგირება მოჰყვა?
ახმეტელი: რადგანაც იქ მისვლა და დადგომა შევძელი, ჩავთვალე, რომ უკანონობა არ იყო და ჩვენ ეს შეგვეძლო.
13:36 - მოსამართლე ამბობს, რომ სხვა სხდომაც უნდა ჩაატაროს, შესაბამისად გადაიდო 2026 წლის 9 იანვრამდე.
13:37 - ამავე ლაივბლოგში გაგრძელდება რეპორტაჟი სხვა სასამართლოებიდან.
ფორუმი