Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტროტუარზე პროტესტისთვის დაკავებულების სასამართლო

ანი ახმეტელი, გიორგი ბულია, მარინა ჟვანია, ელენე ჯღარკავა - მათ ხალხის სავალ ნაწილზე (ტროტუარზე) „ხალხის სავალი ნაწილის ჩახერგვას“ ედავებიან, რაც გამოიხატა ტროტუარზე(ხალხის სავალ ნაწილზე) დგომით.

14:01 25.12.2025

13:43 - გადავინაცვლეთ #4 სხდომათა დარბაზში, მოსამართლე მანუჩარ ცაცუა. ტროტუარზე პროტესტის გამო ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება ელენე ჯღარკავას.

14:01 25.12.2025

13:45 - ელენე ჯღარკავა კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანია.

ამ საქმეზე შსს-ს წარმოადგენენ: ბუბა ნაჭყებია და თეკლა კობახიძე

14:02 25.12.2025

13:51 - ტექნიკური ხარვეზის გამო მხარეებმა ვიდეოკადრები ვერ ნახეს, სხდომა რამდენჯერმე შეჩერდა. პრობლემის მოგვარების შემდეგ ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდა.

14:02 25.12.2025

13:53 - ადვოკატი თეონა ზაქარაშვილი ამბობს, რომ ელენე ჯღარკავა იმ დროს, როცა პოლიციის მოწოდება, ვოლტით გადაადგილდებოდა და აქციაზე არ იყო. დასტურად, ადვოკატმა ტაქსის აპლიკაციიდან ამონაწერი წარუდგინა მოსამართლეს და მტკიცებულებად დართვა მოითხოვა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG