Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
24 წლის ანი ახმეტელი პირველი დემონსტრანტია, რომელიც ტროტუარზე პროტესტის გამო სასამართლოში დაიბარეს
24 წლის ანი ახმეტელი პირველი დემონსტრანტია, რომელიც ტროტუარზე პროტესტის გამო სასამართლოში დაიბარეს

ანი ახმეტელის პროცესი სასამართლოში - ლაივბლოგი

გრძელდება „ტროტუარზე პროტესტის საქმის“ განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში. შსს მოითხოვს სამართალდამრღვევად ცნონ ანი ახმეტელი, რომელიც 17 დეკემბერს პარლამენტის წინ ტროტუარზე იდგა. მას 15 დღემდე პატიმრობა ემუქრება. პროცესს სასამართლოს დარბაზიდან აშუქებს ჟურნალისტი სალომე ჩადუნელი.

14:34 9.1.2026

როგორც ჩანს, ვრცელი და პანორამული ვიდეო, რომელიც წარმოადგინა თინათინ კაჭკაჭიშვილმა გადაღებულია საავტომობილო გზის მხრიდან. ადვოკატი მოითხოვს ვიდეოს, რომელიც ტროტუარის მხრიდანაა გადაღებული. ასეთი ვიდეო სოციალურ ქსელში ადვოკატმა ნიკა სიმონიშვილმა გაავრცელა.

ეს ჩანაწერი დაერთვება სამომავლოდ გადადებულ საქმეებს, იქ სადაც გადადების საფუძველი დიდი და შორი კადრის საქმეზე დართვა იყო.

აი, ლინკიც: https://www.facebook.com/share/v/1AdR5RNx77/

ადვოკატმა ვიდეოს აღსაწერად გამოიყენა პირველი სკოლა,: „პირველი სკოლის რაკურსი გვინდაო“. თინათინ კაჭკაჭიშვილი რამდენიმე წუთი ამტკიცებდა, რომ ასეთი ჩანაწერი არ არსებობდა. საბოლოოდ გაირკვა, რომ ადვოკატი პარლამენტის მხრიდან გადაღებულ ჩანაწერს გულისხმობს, ამჯერად შსს ადასტურებს, რომ „დიახ, ეს ვიდეო არსებობს“.

მოსამართლე ეკითხება, შეუძლია თუ არა ეს ვიდეო წარმოადგინოს. შსს-ს თანხმობის შემდეგ მოსამართლე ზვიად ცეკვავამ უწყებას ამ ვიდეოს მომდევნო სხდომაზე წარმოდგენა დაავალა. ეს ნიშნავს, რომ დღეს გადაწყვეტილება არ იქნება.

14:34 9.1.2026

„როდის არის ჩაწერილი ეს ვიდეო?“ - ეკითხება ანი ახმეტელსმოსამართლე ზვიად ცეკვავა.

„პროცესის დაწყებამდე“, - პასუხობს ანი ახმეტელი.

„სასამართლოზე კი თქვით, რომ არ იცოდით გაფრთხილების შესახებ“, - ამბობს მოსამართლე.

„მე 16 დეკემბერზე არაფერი მითქვას, კითხვა დასმული 17 დეკემბრის გაფრთხილებაზე იყო“, - პასუხობს ახმეტელი.

14:18 9.1.2026

შსს-მ კიდევ ერთი ვიდეო მოიტანა, რომელიც 16 დეკემბრითაა დათარიღებული. ამ ვიდეოში ისმის პოლიციელების გაფრთხილება. „პრევენციულად“, - ამატებს თინათინ კაჭკაჭიშვილი, როცა ადვოკატი ეკითხება, რა შუაშია ანი ახმეტელის ქეისთანო.

შემდეგ სხდომათა დარბაზში რთავს ვიდეოს, სადაც ანი ახმეტელი ამბობს, რომ გააბრაზა პოლიციელების ამ მოწოდებამ და 17-ში გავიდა აქციაზე. „ჯერ კიდევ გვაქვს გამოხატვის და პროტესტის კონსტიტუციური უფლება“, - ამბობს ამ ვიდეოში ანი ახმეტელი.

14:14 9.1.2026

თინათინ კაჭკაჭიშვილის თქმით, ვიდეოში ჩანს, „როგორ უვლიან მოქალაქეები, მათ შორის ბავშვებით, გზას ტროტუარზე მდგომ აქციის მონაწილეებს“.

„მოქალაქეს უწევს ამ სივრციდან გამოსვლა და შემოვლა...სავალ ბილიკზე მოდიოდა და იმის გამო, რომ ეს მოქალაქეები აქ იდგნენ გადავიდა ბასლეინზე“.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG