შსს-მ კიდევ ერთი ვიდეო მოიტანა, რომელიც 16 დეკემბრითაა დათარიღებული. ამ ვიდეოში ისმის პოლიციელების გაფრთხილება. „პრევენციულად“, - ამატებს თინათინ კაჭკაჭიშვილი, როცა ადვოკატი ეკითხება, რა შუაშია ანი ახმეტელის ქეისთანო.
შემდეგ სხდომათა დარბაზში რთავს ვიდეოს, სადაც ანი ახმეტელი ამბობს, რომ გააბრაზა პოლიციელების ამ მოწოდებამ და 17-ში გავიდა აქციაზე. „ჯერ კიდევ გვაქვს გამოხატვის და პროტესტის კონსტიტუციური უფლება“, - ამბობს ამ ვიდეოში ანი ახმეტელი.
„როდის არის ჩაწერილი ეს ვიდეო?“ - ეკითხება ანი ახმეტელსმოსამართლე ზვიად ცეკვავა.
„პროცესის დაწყებამდე“, - პასუხობს ანი ახმეტელი.
„სასამართლოზე კი თქვით, რომ არ იცოდით გაფრთხილების შესახებ“, - ამბობს მოსამართლე.
„მე 16 დეკემბერზე არაფერი მითქვას, კითხვა დასმული 17 დეკემბრის გაფრთხილებაზე იყო“, - პასუხობს ახმეტელი.
როგორც ჩანს, ვრცელი და პანორამული ვიდეო, რომელიც წარმოადგინა თინათინ კაჭკაჭიშვილმა გადაღებულია საავტომობილო გზის მხრიდან. ადვოკატი მოითხოვს ვიდეოს, რომელიც ტროტუარის მხრიდანაა გადაღებული. ასეთი ვიდეო სოციალურ ქსელში ადვოკატმა ნიკა სიმონიშვილმა გაავრცელა.
ეს ჩანაწერი დაერთვება სამომავლოდ გადადებულ საქმეებს, იქ სადაც გადადების საფუძველი დიდი და შორი კადრის საქმეზე დართვა იყო.
აი, ლინკიც: https://www.facebook.com/share/v/1AdR5RNx77/
ადვოკატმა ვიდეოს აღსაწერად გამოიყენა პირველი სკოლა,: „პირველი სკოლის რაკურსი გვინდაო“. თინათინ კაჭკაჭიშვილი რამდენიმე წუთი ამტკიცებდა, რომ ასეთი ჩანაწერი არ არსებობდა. საბოლოოდ გაირკვა, რომ ადვოკატი პარლამენტის მხრიდან გადაღებულ ჩანაწერს გულისხმობს, ამჯერად შსს ადასტურებს, რომ „დიახ, ეს ვიდეო არსებობს“.
მოსამართლე ეკითხება, შეუძლია თუ არა ეს ვიდეო წარმოადგინოს. შსს-ს თანხმობის შემდეგ მოსამართლე ზვიად ცეკვავამ უწყებას ამ ვიდეოს მომდევნო სხდომაზე წარმოდგენა დაავალა. ეს ნიშნავს, რომ დღეს გადაწყვეტილება არ იქნება.
სხდომის გადადებამდე მხარეები კითხვა-პასუხის ეტაპზე გადადიან. კითხვებს სვამს ადვოკატი მალხაზ პატარაია. პასუხობს შსს-ს იურისტი, თინათინ კაჭკაჭიშვილი.
- იყო თუ არა აქცია მშვიდობიანი?
- დიახ
- იყო თუ არა გაფრთხილება წარმოდგენილი ორგანიზატორის მიერ კანონით დადგენილი წესით
- არა
- რას გულისხმობთ?
- ქელბაქიანის განცხადება წარმოადგინეთ, სადაც ეწერა, რომ „2024 წლიდან იმართება აქციები და კიდევ გაგრძელდება შემდეგი წლები“ ასეთი შინაარსის განცცხადებები შსს-მ ფორმადაუცველად მიიჩნია.
- როგორ, აქტი გამოსცა?
- არა, არ გამოაქვეყნა
- ბატონ კახა წიქარიშვილის განცხადებებზე რას იტყვით?
[ჰყვება თინათინ კაჭკაჭიშვილი კახა წიქარიშვილის განცხადების შინაარს და პრობლემას ასახელებს ამას - „ზოგადი შინაარსის განცხადებები იყო“]
- ფორმისდაუცველად იყო?
- დიახ
- რა ვერ დაიცვეს?
- მოგახსენეთ, წარმოვადგინეთ განცხადების ნიმუშები...17 დეკემბრის აქციაზე შსს-ს კორექტირების კუთხით არ დაკავშირებია კახა წიქარიშვილს, ფორმადაუცველად ჩათვალა... 21 დეკემბრის აქციაზე კი უპასუხა შსს-მ. [ადვოკატის დაზუსტების დროს, შსს-ს პოზიციით, ასე ჩანს, რომ თუ განცხადება ფორმალურ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, არავინ შეგატყობინებს ამას და უბრალოდ გვერდით გადადებენ, არ განიხილავე, თუმცა ამავე საქმეებზე, არსებობს შემთხვევები, როცა შსს-მ განცხადება დაახარვეზა და ამის შესახებ ავტორს გამოსწორების მიზნით აცნობა].
- იცნობთ, 2002 წლის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას?
- არა
- გირჩევთ გაეცნოთ, იქ წერია, რომ გაფრთხილება ცალმხრივი აქტია და არ საჭიროებს, პასუხს, დადასტურებას ან გადაწყვეტილებას რაიმე ფორმით...
- კარგი
ფორუმი