Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის წინასასამართლო სხდომა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ამასთან, გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა სასამართლოს.

14:22 10.2.2026

14:09 - ადვოკატი ზვიად კორძაძე ამბობს, რომ ამ საქმეზე არიან ბრალდებულები, რომლებსაც ბრალის მიხედვით ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ - ანუ სხვადასხვა მუხლს ედავებიან.

მისი თქმით, ბრალის დადგენილებაში ის მაინც უნდა ეწეროს, რომელი მტკიცებულება რას ასაბუთებს.

„არცერთი მტკიცებულების იდენტიფიკაცია ბრალის დადგენილებაში არ არის და ვერ ვახდენთ იმ მტკიცებულებების იდენტიფიკაციას, რომელიც ჩვენს ბრალდებულებს ეხებათ.... საქმეში ისეთი მტკიცებულებებია, რომ აზრი არ აქვს მათ დაუშვებლობის მოთხოვნას, რადგან არ ვიცი ეხება თუ არა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს.

ასეთი უცნაური საქმე 30 წელია არ მქონია, ჩაყრილია მტკიცებულებები და ვის რას ეხება არ ვიცი, ვერც გამოყოფის შუამდგომლობას ვაყენებ, რადგან ამას განხილვის ეს ეტაპი არ ითვალისწინებს. არ შეიძლება ასე მტკიცებულებების წარმოდგენა - მე თქვენ მოგიტანს ამდენ ტომს და მოდი გაარკვიეთ. მიმითითეთ, რომელი ეხება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და მერე ვიმსჯელებ დასაშვებობა, არდასაშვებობაზე... ვიცით ეს საქმე როგორ დაიწყო და როგორ მოვიდა აქამდე.

75-გვერდიანი ნუსხიდან ვერ ვახდენთ იდენტიფიცირებას, რომელი მტკიცებულება ვის ეხება, გვითხრან...“, - აცხადებს კორძაძე.

14:10 10.2.2026

13:57 - წინასასამართლო სხდომას რამდენიმე ეტაპი აქვს:

1. მტკიცებულებების დასაშვებობა

2. აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა [ეხება მხოლოდ გვარამიას. ის ციხეს სხვა საქმეზე მისჯილი ვადის გასვლის შემდეგ, ზეგ ტოვებს]

3. არსებითად განსახილველად გადაცემის საკითხი

4. არსებითი სხდომის თარიღის განსაზღვრა.

ახლა მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ.

14:10 10.2.2026

13:56 - პროკურორი, ლაშა კოტრიკაძე

14:09 10.2.2026

13:54 - პროკურორი: ანი ხუბეჯაშვილი

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG