Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის წინასასამართლო სხდომა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ამასთან, გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა სასამართლოს.

17:11 10.2.2026

17:01 - ზვიად კორძაძე სვამს კითხვას: „რა არის ალბათობა იმისა, რომ ორი სხვადასხვა პროკურორი, ორ სხვადასხვა ოთახში, ორ სხვადასხვა პირს რომ ბრალდებას წაუყენებს და წერტილმძიმეც კი არ შეეშლება?“ და მოსამართლეს უჩვენებს ნიკა გვარამიასა და მამუკა ხაზარაძის ბრალდების დადგენილებებს.

17:11 10.2.2026

16:54 - ნიკა გვარამიას ადვოკატის, ქეთი ჩომახაშვილის თქმით, თუ მოსამართლე საქმის მასალებში იპოვის წინადადებას, სადაც ეწერება რა ქმედება ჩაიდინა ნიკა გვარამიამ „ის ხელებს აწევს და იტყვის, რომ კარგი ბრალდებაა“.

„მე არ მინახავს დედანი დოკუმენტი, სადაც ყველას კოლექტიურად აქვს ქმედება შერაცხული. ... ბრალი არ შეიცავს აღწერას, სად როდის, რა ქმედება ჩაიდინა და რაში გამოიხატა ამ ქმედების დანაშაულებრიობა, კონკრეტულად სისხლის სამართლის რა მუხლი დაარღვია ამ ქმედებით“.

ზვიად კორძაძის მსგავსად, ისიც ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საქმის მტკიცებულებებში ორჯერაა მოხსენიებული, თუმცა მოწმეთა ჩვენებებში დანაშაულის ქმედება არ არის აღწერილი. ამასთან, ეს ჩვენებები ირიბია.

„საქმე გვაქვს იმის დაკანონებასთან, რომ ნებისმიერი პოლიტიკური განცხადება შეიძლება გახდეს სისხლის სამართლის კოდექსის 318 მუხლით პირის ბრალდების საფუძველი“, - ამბობს ის

17:10 10.2.2026

16:37 - მამუკა ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის თქმით, პოლიტიკური აქტიურობა და პოლიტიკური გამოსვლები, ბრალდებისა და საბოტაჟის შემადგენელი ნაწილია. ის ამბობს, რომ მეტი მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შემხებლობაში საქმის მასალებში სხვა ვერაფერი იპოვა.

მისივე თქმით, მოწმეები ამბობენ, რომ მამუკა ხაზარაძე იყო მიტინგზე და სიტყვით გამოვიდა. „ამაში კანონსაწინააღმდეგო არაფერი არ არის, ძალადობისკენ მოწოდება არ ყოფილა“.

მისივე განცხადებით, ამ საქმეში დევს ზელენსკისა და არახამიას საიტის დათვალიერების ოქმი, რომელიც მან საქმესთან ვერაფრით დააკავშირა.

„რას ეძებდა საბოტაჟის მიმართულებით უცხო ქვეყნის ხელისუფლების ოფიციალურ საიტებზე გამოძიება, მე ამაზე ვერ მოგახსენებთ“, - ამბობს კორძაძე.

17:10 10.2.2026

მიხეილ სააკაშვილი შესვენების გამოცხადების შემდეგ წავიდა, იქამდე თქვა - „წავედი, კალათბურთი მაქვს სათამაშო".

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG