13:37 - სხდომა გაიხსნა. ამ საქმეზე 8 ბრალდებულს 11 ადვოკატი იცავს. რვავე ოპოზიციონერი პოლიტიკოსია. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უპრეცედენტო საქმე, როცა პოლიტიკოსებს საბოტაჟის ბრალდებით ასამართლებენ.
13:40 - მოსამართლე ბრალდებულების ვინაობას ადგენს და მიხეილ სააკაშვილს მიმართავს: სახელი და გვარი.
„აუუუუჰ“, - ისმის დარბაზში რეპლიკა.
„იცოდეთ სხდომიდან გაგაძევებთ“, - ამბობს მოსამართლე.
ერევა ადვოკატი, საქმის მასალებს ჩახედეთ და ამით იხელმძღვანელეთო.
კითხვაზე, ცნობილია თუ არა მისთვის უფლებები პასუხობს: „განმიმარტეს, რომ არაფერი უფლებები არ მაქვს“, - პასუხობს და ხელით ანიშნებს ადვოკატებსა და დარბაზში მსხდომებზე: „არანაირი უფლებები აქ არ გვაქვს“.
მოსამართლე მოუწოდებს დაჯდეს, უარზეა მიხეილ სააკაშვილი და მოსამართლეს ეუბნება, რომ „არ აღიარებს“.
მეორედ აფრთხილებს მოსამართლე მიხეილ სააკაშვილს, მესამე გაფრთხილებაზე გაგაძევებთო.
სიტყვა აქვს სათქმელი და ამ მოტივით ჯდება.
მოსამართლემ დადგინა ნიკა გვარამიას, ზურა გირჩი ჯაფარიძის, ბადრი ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის ვინაობა.
ეს პროცედურული შაბლონები, როგორც ჩანს, ღიმილისმომგვრელია ბრალდებულებისთვის, ადვოკატებისთვის და დამსწრეებისთვის.
მოსამართლე, ბუგიანიშვილმა ყველა ბრალდებული პოლიტიკოსი ფეხზე ააყენა და საკუთარ უფლებებს ასე უკითხავს.
13:46 - მოსამართლე: „მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედება...
სააკაშვილი: ოოო, იეს
მოსამართლე: გაგაძევებთ
სააკაშვილი: დაგეთანხმეთ, რა გინდათ
[ისევ რეპლიკა... მოსამართლე აფრთხილებს: კიდევ ერთი რეპლიკა და გაგაძევებთ]
მოსამართლის კითხვაზე: ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ პასუხობს:
სააკაშვილი: „ზვიგენის შეურაცხყოფაში თავს არ ვგრძნობ დამნაშავედ...ბრალი წაიკითხეთ იქ დევს ზვიგენი....თავს არ ვგრძნობ დამნაშავედ რადგან ბრალს მდებენ ზვიგენის შეურაცხყოფაში“.
13:48 - ბრალდებულები ისევ ფეხზე დგანან - თავს დამნაშავედ არც ერთი ცნობს.
ფორუმი