14:09 - ადვოკატი ზვიად კორძაძე ამბობს, რომ ამ საქმეზე არიან ბრალდებულები, რომლებსაც ბრალის მიხედვით ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ - ანუ სხვადასხვა მუხლს ედავებიან.
მისი თქმით, ბრალის დადგენილებაში ის მაინც უნდა ეწეროს, რომელი მტკიცებულება რას ასაბუთებს.
„არცერთი მტკიცებულების იდენტიფიკაცია ბრალის დადგენილებაში არ არის და ვერ ვახდენთ იმ მტკიცებულებების იდენტიფიკაციას, რომელიც ჩვენს ბრალდებულებს ეხებათ.... საქმეში ისეთი მტკიცებულებებია, რომ აზრი არ აქვს მათ დაუშვებლობის მოთხოვნას, რადგან არ ვიცი ეხება თუ არა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს.
ასეთი უცნაური საქმე 30 წელია არ მქონია, ჩაყრილია მტკიცებულებები და ვის რას ეხება არ ვიცი, ვერც გამოყოფის შუამდგომლობას ვაყენებ, რადგან ამას განხილვის ეს ეტაპი არ ითვალისწინებს. არ შეიძლება ასე მტკიცებულებების წარმოდგენა - მე თქვენ მოგიტანს ამდენ ტომს და მოდი გაარკვიეთ. მიმითითეთ, რომელი ეხება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და მერე ვიმსჯელებ დასაშვებობა, არდასაშვებობაზე... ვიცით ეს საქმე როგორ დაიწყო და როგორ მოვიდა აქამდე.
75-გვერდიანი ნუსხიდან ვერ ვახდენთ იდენტიფიცირებას, რომელი მტკიცებულება ვის ეხება, გვითხრან...“, - აცხადებს კორძაძე.
14:20 - გიორგი ვაშაძე:
“ბრალი რომ შემომიტანეს ვერ გავიგე, რას მედავებიან, გადმომცეს 100 ტომი საქმე, უამრავი და ვერაფეფი ვიპოვე ჩემთან დაკავშირებული. რაღაცაზე თავი რომ დაიცვა, ხომ უნდა იცოდე, რას მედავებიან? კონკრეტულად ჩემი ბრალი… თუ ამომიკითხავთ, რა არის მოცემული? კონკრეტულად… კონკრეტულად ზოგადად წერია სამყაროში რა ხდება, წერია ზოგადად.
მე ინდივიდუალურად არ უნდა ვიცოდე, რა ქმედებას მედავებიან?”.
ლევან სამუშია:
“ერთს ვითხოვთ, მიგვითითოს ბრალდების მხარემ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებთან შემხებლობაში ერთი მტკიცებულება მაინც”.
სამუშია ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს იცავს.
ის ითხოვს, ბრალდებამ მიანიშნოს მაინც, რაზე გააკეთონ აქცენტი.
14:24 - ბექა ბასილაია, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი:
“ეს არის სტანდარტი, რომელიც სასამართლოს სჭირდება. წსს-ზე რაზე მსჯელობთ თქვენ? - მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით აკმაყოფილებს თუ არა დასაშვებობის სტანდარტს. ადვოკატების კითხვა თქვენ მოგემართებათ - ჩვენ ხომ სტანდარტებზე და წესებზე ვსაუბრობდით დასაწყისში, თან როგორზე - ადექი, დაჯექი.. და ის მაღალი სტანდარტი თუ თქვენთან არ არის ჩამოყალიბებული მტკიცებულებების შეფასებისას, როგორ უნდა გადაწყვიტოთ არსებითზე გადასაცემია თუ არ არის?”.
ფორუმი