Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის წინასასამართლო სხდომა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ამასთან, გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა სასამართლოს.

15:14 10.2.2026

14:57 - გიორგი ვაშაძის ადვოკატის ომარ ფურცელაძის თქმით, ისიც მოკლებულია შესაძლებლობას მტკიცებულებების დაუშვებლობაზე შუამდგომლობა დააყენოს.

„არათუ შეუძლებელია შუადგომლობის დაყენება, არამედ შეუძლებელია ნებისმიერ შუამდგომლობაზე თქვენი მხრიდან ფაქტზე დაფუძნებული მსჯელობა“, - ამბობს ომარ ფუცრელაძე.

15:14 10.2.2026

14:59 - კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ, რაზე დაობენ მხარეები. ადვოკატების პოზიციაა, რომ ისინი წარმოდგენილ საქმის მასალებში ვერ აიდენტიფიცირებენ მტკიცებულებებს, რომლებიც მათი დაცვს ქვეშ მყოფებს ეხებათ.

მათი შეფასებით, ამ დარბაზში ბრალდებულებს სამ სხვადასხვა საქმეზე ედავებიან, თუმცა ისინი მაინც ერთად სხედან და განხილვაც ერთად მიდის. სამი სხვადასხვა საქმის მტკიცებულებები კი „ერთადაა ჩაყრილი“.

15:15 10.2.2026

15:03 - ნიკა გვარამიას ადვოკატი ქეთი ჩომახაშვილი ამბობს, რომ წაიკითხა საქმის მასალები და „41 ტომში მხოლოდ ორი მოწმის გამოკითხვის ოქმი იპოვა, რომელიც შემხებლობაშია მისი დაცვის ქვეშ მყოფთან [ნიკა გვარამიასთან]

ის აყენებს შუამდგომლობას დაუშვებლად იქნეს ცნობილი „მთელი სისხლის სამართლის მასალა“, მათ შორის დაკითხვის ოქმებიც, სადაც ნიკა გვარამიაა ნახსენები. ამ უკანასკნელის შემთხვევაში არგუმენტია, რომ ეს ჩვენებები „ირიბია“.

ადვოკატის თქმით, სასამართლოსგან ჰქონდა მოლოდინი, რომ ბრალდების მხარეს მტკიცებულებების გამიჯვნას სთხოვდა ან იმას მაინც სთხოვდა ეთქვათ, რომ ყველა მტკიცებულება ყველას ეხება.

15:15 10.2.2026

15:11 - მოსამართლე ბუგიანიშვილმა შესთავაზა ადვოკატებს, დაწერეთ შუამდგომლობა და ისე შემოიტანეთ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, რადგან როგორც თქვენ ამბობთ, „დაცვის უფლება გერღვევათო“ და სხდომის გადადების საკითხი დააყენა დღის წესრიგში,

ადვოკატებმა იუარეს და განაცხადეს, რომ ადგილზევე დაწერენ შუამდგომლობას.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG