Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის წინასასამართლო სხდომა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ამასთან, გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა სასამართლოს.

19:05 10.2.2026

18:08 - გიორგი ვაშაძის ადვოკატი, ომარ ფურცელაძის თქმით, ამ საქმის მოწმეებში არიან ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების საქმის მოწმე პოლიციელებიც.

მისი თქმით, ისტორიულად დადასტურდება ამ საქმეების აბსურდულობა, რადგან ახლა მათ მოუწევთ ამტკიცონ, რომ „300 მეტრში ვაშაძე დაინახეს“, როცა წინა საქმეების შემთხვევაში ჩვენებებში ამბობდნენ: „ცუდი ხილვადობაა, არაფერი ჩანდა 50 მეტრის მანძილზე, სიბნელე იყო და ვერ გავარჩიე ქვა ვინ მესროლაო“.

ომარ ფურცელაძე მოითხოვს შეწყდეს საქმის წარმოება სასამართლოში.

19:05 10.2.2026

18:08 - გიორგი ვაშაძის ადვოკატი, ომარ ფურცელაძის თქმით, ამ საქმის მოწმეებში არიან ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების საქმის მოწმე პოლიციელებიც.

მისი თქმით, ისტორიულად დადასტურდება ამ საქმეების აბსურდულობა, რადგან ახლა მათ მოუწევთ ამტკიცონ, რომ „300 მეტრში ვაშაძე დაინახეს“, როცა წინა საქმეების შემთხვევაში ჩვენებებში ამბობდნენ: „ცუდი ხილვადობაა, არაფერი ჩანდა 50 მეტრის მანძილზე, სიბნელე იყო და ვერ გავარჩიე ქვა ვინ მესროლაო“.

19:07 10.2.2026

18:37 - გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ის, რის გამოც დღეს პოლიტიკოსები ბრალდებულის სკამზე სხედან უკრაინაში ომის შემდეგ დაიწყო, პირველი დიდი აქცია კი იყო მოთხოვნით - შეეტანათ განაცხადი კანდიდატის სტატუსზე…. მომდევნო დიდი აქციები კი ეხებოდა, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მოთხოვნას.

“ნამდვილად საბოტაჟს ეწეოდნენ[ქართული ოცნება] საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების”, - ამბობს ის.

მისივე თქმით, მან მიმართა პარლამენტს უმწვავესი პოლიტიკური კრიზისის დროს და 7 პუნქტი შესთავაზა უმრავლესობის წევრებს, რაც დღეს საზოგადოებას აღარ ახსოვს.

“შევთავაზე კიდეც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ერთობლივი ვიზიტები… ამოიღეთ ჩანაწერები…. ამის შემდეგ რა ხდება, ცინიზმი და არ ასრულებენ მინიმალურსაც კი, შემდეგ რა გავაკეთეთ, მივედით პარლამენტში შევქმენით კომისია… მივმართეთ მინიმალური შეესრულებინათ, პასუხად მივიღეთ - არა. ამის შემდეგ დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება ხალხის, რომ კარგით მთავრობა არ ასრულებს, მაგრამ ხალხს მიეცით, ესაა საბოტაჟი? შევაგროვეთ ხელმოწერები და ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი დაარეგისტრირა, რაზე იყო პროტესტი? გაიტანეთ ეს კანონი, რომ მივიღოთ სტატუსი”, - ამბობს ვაშაძე და იხსენებს ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ აქციებს, რასაც უკან წარება და შემდეგ, თავიდან დარეგისტრირება მოჰყვა.

„ბატონო ვალერიან, თქვენ შეგიძლიათ ჰკითხოთ პროკურორებს, ჩამოგითვალოთ სამი მტკიცებულება ჩემთან მიმართებით უბრალოდ ჩემი სახელი და გვარ წერია, ცარიელი ფურცელი და სისხლის სამართლის მუხლი... საბოტაჟად ითვლება თურმე, როცა პროტესტს მართავ, რომ საქართველომ გააგრძელოს ევროინტეგრაცია და საბოტაჟი არ არის, როცა ქვეყნის პირველი პირი გამოდის და ამბობს, რომ აჩერებს ევროკავშირთან ინტეგრაციას“, - აცხადებს ის.

ვაშაძის თქმით, მის წინააღმდეგ საქმეში არც პირდაპირი და არც ირიბი მტკიცებულება არ დევს

“არანაირი მტკიცებულება ჩემი უკრაინასთან კავშირის, რომ მე რაიმე სამხედრო ინფორმაციას მოვიპოვებდი და ვაწვდიდი”, - ამბობს ის.

მისივე თქმით, სურდათ ხელისუფლება შეცვლილიყო არჩევნებით, რათა მალე შეესრულებინათ რეკომენდაციები…. მათ გააპროტესტეს შედეგები, მიიჩნიეს გაყალბებულად და ამ პოლიტიკურ პროცესში მისი თქმით, თითქოს გამოტოვებულია ირაკლი კობახიძის ბრიფინგი, სადაც ითქვა, რომ ქართული ოცნება ევროკავშირთან ინტეგრაციას აჩერებს.

“ისე აღიქმება თითქოს ჩვენს დაძახილზე გამოვიდა ეს ხალხი, არა, ასობით ათასი ადამიანი ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ გამოვიდა”.

19:12 10.2.2026

19:00- ზურა ჯაფარიძის თქმით, ეს საქმე არის „ბოდვა“ და ყველა ტომი „სრული სისულელე“.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG