Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს წყვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა მილანის არენაზე გამოსვლისას. 16 თებერვალი, 2026 წელი
ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა მილანის არენაზე გამოსვლისას. 16 თებერვალი, 2026 წელი

იტალიაში, მილანსა და კორტინა დ'ამპეცოში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს წარმომადგენლებმა ვერცხლის მედალი მოიპოვეს ფიგურული ციგურაობაში.

ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში საქართველოსთვის ეს პირველი მედალია.

ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მეორე ადგილი დაიკავეს 221.75 ქულით. პირველი იყო იაპონელთა წყვილი, მირუ მიურა და რიუიჩი კიჰარა, მათ ოქროს მედლები 231.24 ქულით მოიპოვეს.

ბრინჯაოს დასჯერდნენ გერმანიის წარმომადგენლები მინერვა ფაბიენ ჰასე და ნიკიტა ვოლოდინი, რომლებსაც მსაჯებმა 219.09 ქულა არგუნეს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG