დე ფაქტო უწყების ცნობით, ახალგორის ე.წ. სასამართლომ იგი ე.წ. საზღვრის „უკანონო გადაკვეთაში“ დამნაშავედ ცნო, დააჯარიმა და დეპორტაცია მიუსაჯა.
აბაიშვილი მიმდინარე წლის 20 იანვარს სოფელ წინაგარის (ამძარინი) მახლობლად დააკავეს.
20 თებერვალს ქართულ მხარეს გადაეცა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, თეიმურაზ ზადიშვილი, რომელიც საოკუპაციო ძალებმა 2025 წლის 23 დეკემბერს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზადიაანთკარის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
ფორუმი