ფრონტის ხაზზე დაღუპული ჯარისკაცების ამოცნობიდან დაწყებული, სასამართლო ექსპერტიზითა და ოჯახის დნმ-ის ნიმუშების აღებით დამთავრებული, რადიო თავისუფლების კორესპონდენტი მარიან კუშნირი შეესწრო უკრაინის ომის დროს დაკარგული, დაღუპული სამხედროების პოვნისა და იდენტიფიცირების, ასევე ამოუცნობი ნეშტებისთვის სახელის დარქმევის მტკივნეულ და ემოციურ პროცესს.
ეს ფილმი მოგვითხრობს დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების სამშობლოში დაბრუნებაზე. ის გვიამბობს, თუ რა იმალება ტერმინ „ბრძოლაში დაკარგულის“ მიღმა: გზა ბრძოლის ველიდან იდენტიფიცირებამდე, ასობით სპეციალისტის მუშაობა და ცხოვრება ათასობით ოჯახისა, რომლებიც გაურკვევლობაში არიან.
ფორუმი