Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფეთქება მოხდა ბელგიის ქალაქ ლიეჟის სინაგოგასთან

ბელგიის პოლიციამ გადაკეტა ლიეჟის ის ქუჩა, სადაც 9 მარტს სინაგოგასთან აფეთქება მოხდა
ბელგიის პოლიციამ გადაკეტა ლიეჟის ის ქუჩა, სადაც 9 მარტს სინაგოგასთან აფეთქება მოხდა

ბელგიის ქალაქ ლიეჟის სინაგოგასთან აფეთქება მოხდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა და დაფიქსირებულია მხოლოდ მატერიალური ზიანი.

აფეთქება 9 მარტს, გამთენიისას მოხდა. ჩამსხვრეულია სინაგოგასთან მდებარე შენობების ფანჯრებიც. გამოძიებას ბელგიის პროკურატურა აწარმოებს.

ლიეჟის მერმა ვილი დემეირმა მომხდარს „ანტისემიტიზმის აქტი“ უწოდა. მერის განცხადებით, არ სურთ „იმპორტირებული კონფლიქტები“, რომლებიც სინამდვილეში სხვაგან ხდება. ლიეჟის მერი ირანისა და აშშ-ისრაელის სამხედრო დაპირისპირებას გულისხმობდა.

ლიეჟის სინაგოგასთან მომხდარ აფეთქებას „უკიდურესად საგანგაშო, სერიოზული და შეშფოთების გამომწვევი ანტისემიტური აქტი“ უწოდა ბელგიის ებრაული ორგანიზაციების საკოორდინაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ივ ოშინსკიმ.

ლიეჟის სინაგოგა 1899 წელს აშენდა და მის ტერიტორიაზე ქალაქის ებრაული თემის ისტორიის მუზეუმიცაა.




ფორუმი

XS
SM
MD
LG