Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში აშშ-ის საელჩო სარაკეტო დარტყმის ქვეშ მოექცა

აშშ-ის საელჩოს შტაბ-ბინა ერაყში, ბაღდადში განთავსებულ გამაგრებულ ‘მწვანე ზონაში’, 2026 წლის 8 მარტი
აშშ-ის საელჩოს შტაბ-ბინა ერაყში, ბაღდადში განთავსებულ გამაგრებულ ‘მწვანე ზონაში’, 2026 წლის 8 მარტი

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მდებარე აშშ-ის საელჩოზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა - ინფორმაციას რამდენიმე უცხოური საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს, მათ შორის, Reuters-ი - ერაყის უსაფრთხოების წყაროებზე დაყრდნობით.

სააგენტოს ცნობით, თავდასხმის შემდეგ, აშშ-ის საელჩოს შენობის თავზე კვამლი დააფიქსირეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სარაკეტო იერიშის სამიზნე გახდა საელჩოს ტერიტორიაზე მდებარე ვერტმფრენის მოედანი.

„ესოშიეთედ პრესის“ წყაროების ინფორმაციით, რაკეტა ჩამოვარდა საელჩოს ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ბაღდადის „მწვანე ზონაში“. ეს დაცული სამთავრობო კვარტალია, სადაც განთავსებულია როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობები.

„ესოშიეთედ პრესი“ წერს, რომ ეს შენობა არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამერიკული დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომელიც არაერთხელ გამხდარა ერაყში მოქმედი პროირანული ჯგუფების სარაკეტო თავდასხმების სამიზნე.

დარტყმის შედეგად გამოწვეული ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG