Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი და ლიბანი, ალბათ უახლოეს დღეებში პირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავენ, იტყობინება Haaretz-ი.

ისრაელის თავდასხმის შედეგად დანგრეული ჯანდაცვის ობიექტი ლიბანის ქალაქ ბურჯ ყალავიაში. 14 მარტი, 2026 წელი
ისრაელის თავდასხმის შედეგად დანგრეული ჯანდაცვის ობიექტი ლიბანის ქალაქ ბურჯ ყალავიაში. 14 მარტი, 2026 წელი

ისრაელი და ლიბანი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში პირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავენ. ეს მათი პირველი მოლაპარაკებები იქნება ირანთან ომის დაწყების შემდეგ, რომელმაც ლიბანი კონფლიქტში უფრო ღრმად ჩაითრია, - იტყობინება 14 მარტს ისრაელის გაზეთი Haaretz-ი, საკითხის შესახებ ინფორმირებულ ორ წყაროზე დაყრდნობით.

მოლაპარაკებებში, რომლებიც შესაძლოა პარიზში ან კვიპროსში გაიმართოს, მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი. ისრაელის დელეგაციას კი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ნდობით აღჭურვილი პირი, რონ დერმერი უხელმძღვანელებს, ავრცელებს ცნობას Haaretz-ი.


ფორუმი

XS
SM
MD
LG