თუმცა ასევე მიანიშნა, რომ რუსული ნავთობის უნგრეთსა და სლოვაკეთში მიწოდების აღდგენას კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდება.
17 მარტს გამოქვეყნებულ ევროკავშირისადმი გაგზავნილ წერილში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მილსადენის სარემონტო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და საქაჩი სადგურის აღდგენა მოსალოდნელია ერთ თვეში ან თვე-ნახევარში იმ შემთხვევაში, თუ „რუსეთის მხრიდან არ იქნება შემდგომი თავდასხმები“.
უნგრეთსა და სლოვაკეთს რუსული ნავთობის მიწოდება „დრუჟბის“ გავლით იანვრის ბოლოდან შეუწყდათ, მას შემდეგ, რაც კიევმა განაცხადა, რომ რუსეთის დარტყმამ დასავლეთ უკრაინაში მილსადენის აღჭურვილობა დააზიანა და მის შეკეთებას დრო დასჭირდება.
უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობები, რომლებმეც შეინარჩუნეს პოლიტიკური და ენერგეტიკული კავშირები რუსეთთან 2022 წელს უკრაინაში მისი შეჭრის მიუხედავად, უკრაინას ნავთობის ნაკადის აღდგენის გაჭიანურებაში ადანაშაულებენ. კიევი ამას უარყოფს.
17 მარტს, უკრაინის მხრიდან „დრუჟბის“ განახლების შესახებ მხარდაჭერის შეთავაზების მიღებამ თავშეკავებული რეაქცია გამოიწვია და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამას „პოლიტიკურ თამაში“ უწოდა.
ნავთობის მიწოდების შეწყვეტის გამო დავის შედეგი ის არის, რომ უნგრეთი კვლავ ბლოკავს ევროკავშირისგან უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს და ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, სანამ „დრუჟბის“ გავლით ნავთობის გადინება შეჩერებული დარჩება.
ამ კვირაში ევროკავშირის ლიდერების სამიტზე უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა, რომელიც ხელისუფლებაში 16-წლიანი ყოფნის შემდეგ, მომავალ თვეში ყველაზე რთული საარჩევნო გამოწვევის წინაშე დგას, Facebook-ზე დაწერა, რომ "თუ არ იქნება ნავთობი, არც ფული იქნება"
უკრაინა უარყოფს, რომ ნავთობის ნაკადს აფერხებს.
„ბრალდებები იმის შესახებ, რომ უკრაინა განზრახ აფერხებს ნავთობის ტრანსპორტირებას მილსადენ „დრუჟბის“ გავლით, უსაფუძვლოა“, - განაცხადა ზელენსკიმ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენისადმი გაგზავნილ წერილში.
ზელენსკისადმი გაგზავნილ წერილში ევროკავშირის ორივე ლიდერმა განაცხადა, რომ უკრაინის გავლით ნავთობის ნაკადის აღდგენას დიდი მნიშვნელობა აქვს ბაზრის სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ეს უკრაინის სახელშეკრულებო ვალდებულებებს შეესაბამება.
მათ ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება რუსეთიდან დარჩენილი ნავთობის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტის შესახებ 2027 წლის ბოლომდე, რაც ადრე იყო გამოცხადებული და რასაც უნგრეთი და სლოვაკეთი ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ვერ ბლოკავენ.
ფორუმი