აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში, Truth Social-ზე, გამოაქვეყნა ბმული სტატიაზე, რომელშიც საუბარია უკრაინის მთავრობის მხრიდან საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობაზე.
„აშშ-მა ხელში ჩაიგდო უკრაინის მთავრობის შეტყობინებები, რომლებშიც განიხილავდნენ შეთქმულებას ბაიდენის ხელახალი არჩევისთვის თანხების გაგზავნის თაობაზე შეთქმულებას,“ ნათქვამია მის პოსტში.
თავად ჟურნალისტ ჯონ სოლომონის გამოცემა Just the News-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ აშშ-ის დაზვერვამ ხელში ჩაიგდო უკრაინის მთავრობის წევრებს შორის 2022 წლის მიმოწერა, რომელშიც ისინი თითქოს განიხილავდნენ ასობით მილიონი დოლარის ხარჯვას ჯო ბაიდენის 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის მხარდასაჭერად, ნაცვლად ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის განვითარებისა.
სოლომონს ადრე ბრალი ედებოდა შეთქმულების თეორიების გავრცელებაში უკრაინაში ჯო ბაიდენისა და მისი შვილის, ჰანტერის მიერ სავარაუდო გადაცდომების შესახებ.
ტრამპის პოსტი გამოჩნდა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატების დელეგაციის აშშ-ში ვიზიტის დროს. მათი ჩასვლისთვის საჭირო იყო სანქციების მოხსნა სახელმწიფო დეპარტამენტის დონეზე.
დღეს The Washington Post-მა, სიტუაციის შესახებ ინფორმირებულ სამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პენტაგონი განიხილავს უკრაინისთვის თავდაპირველად განკუთვნილი იარაღის ახლო აღმოსავლეთში გადამისამართებას. კერძოდ, ეს ეხება საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილ რაკეტებს, რომლებიც ნატოს მიერ იყო შეკვეთილი 2025 წელს დაწყებული ინიციატივის ფარგლებში. ამ ინიციატივის მიზანი იყო უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შეძენა.
ფორუმი