Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი იორდანიას სტუმრობდა სამხედრო ტექნიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარების მიზნით

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 29 მარტს განაცხადა, რომ ის იორდანიაში იმყოფებოდა ახლო აღმოსავლეთში სწრაფი ვიზიტის ფარგლებში, რომლის დროსაც მან სპარსეთის ყურის ქვეყნებთან თავდაცვის შესახებ შეთანხმებებს მოაწერა ხელი.

„დღეს იორდანია. უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტია და მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტნიორმა საჭირო ძალისხმევა გაიღოს ამ მიმართულებით. უკრაინას შეაქვს თავისი წვლილი. მნიშვნელოვანი შეხვედრები გველის“, - განაცხადა ზელენსკიმ X-ზე.

ვიზიტი შედგა მას შემდეგ, რაც უკრაინა, რომელიც რუსული დრონების ჩამოგდების საკითხში სპარსეთის ყურის ქვეყნების დასახმარებლად საკუთარი გამოცდილების გამოყენებისკენ მიისწრაფოდა, დათანხმდა თავდაცვის სფეროში კატართან, საუდის არაბეთთან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თანამშრომლობას.
დრონების წინააღმდეგ ბრძოლის უკრაინელი სპეციალისტები სამივე ქვეყანაში განლაგდნენ მას შემდეგ, რაც ირანმა უპასუხა აშშ-სა და ისრაელის საჰაერო დაბომბვებს, რომლებიც ერთ თვეზე მეტი ხნის წინ დაიწყო.

უკრაინელების ჯგუფი იმყოფება ასევე იორდანიაშიც, განუცხადა AFP-ს მაღალი თანამდებობის ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა და რომელსაც დეტალები არ დაუკონკრეტებია.

რუსული დრონების ჩამოსაგდებად, უკრაინა იყენებს დრონების იაფფასიან გადამტაცებელებს, კომუნიკაციის ჩამხშობ ელექტრონულ ხელსაწყოებსა და საზენიტო იარაღებს.
მან შესთავაზა პარტნიორებს თავისი გადამტაცებელი მოწყობილობების ჩანაცვლება საჰაერო თავდაცვის ძვირადღირებული რაკეტებით, რომლებსაც აშშ-ის მოკავშირეები რეგიონში ამჟამად ირანული დრონების ჩამოსაგდებად იყენებენ.


ფორუმი

XS
SM
MD
LG