Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NASA-ს დაგეგმილი აქვს მთვარის მიმართულებით პილოტირებული კოსმოსური ხომალდის გაშვება

50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად, ადამიანები დღეს ღამით მთვარისკენ გაფრინდებიან. ისინი დედამიწის თანამგზავრის გარშემო იმოძრავებენ, მაგრამ დაშვებას არ აპირებენ.

Artemis II-ის გაშვება შუა ევროპის დროით შუაღამისას, აშშ-ის შტატ ფლორიდაში, კეიპ-კანავერალის კოსმოსურ ძალთა სადგურიდან იგეგმება.

მისიაში მონაწილეობას ევროპაც იღებს. აშშ-ის კოსმოსური
სააგენტოს, NASA-ს, წარმომადგენლის თქმით, "არტემის 2-ის" ყველა მონაწილე "უაღრესად აღფრთოვანებულია". მისიაში ევროპის კოსმოსური სააგენტოც (ESA) მონაწილეობს.

მისიაში, რომელიც დაახლოებით ათ დღეს გაგრძელდება, მონაწილეობენ აშშ-ის ასტრონავტები, კრისტინა კუკი, ვიქტორ გლოვერი და რიდ უაიზმენი. მათთან ერთად იქნება კანადელი ჯერემი ჰანსენი.

ისინი გაფრინდებიან დედამიწიდან ყველაზე შორ წერტილში, სადაც კი ადამიანს მიუღწევია. ბოლოს აშშ-ის ასტრონავტები მთვარეზე 1972 წელს იყვნენ.

ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) ასევე ჩართულია მისიაში და, სხვა ელემენტებთან ერთად, წვლილს შეიტანს ბრემენში, Airbus-ის ქარხანაში დამზადებული მომსახურების აგრეგატით.

NASA აპირებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასიათასობით ადამიანს მიეცეს ხომალდის გაშვების ყურების საშუალება პირდაპირი ტრანსლაციის გზით. ბევრს ამის საშუალება მიეცემა ფლორიდაში, ადგილიდან - კოსმოდრომის მახლობლად ფართო რადიუსში მდებარე სასტუმროები და საოჯახო სასტუმროები სრულად იყო დაჯავშნილი.

Artemis II-ის გაშვება მანამდე ტექნიკური პრობლემების გამო რამდენჯერმე გადაიდო – და ამჯერადაც, სხვადასხვა მიზეზის გამო, შესაძლოა კვლავ გადაიდოს. თუმცა ამინდი ხელისშემშლელი ფაქტორი არ უნდა იყოს; მეტეოროლოგები ხელსაყრელი ამინდის ალბათობას 80 %-ით აფასებენ.


ფორუმი

XS
SM
MD
LG