მიუსაფარი ცხოველების დასაცავად აქციები რამდენიმე კვირაა იმართება თბილისში. მათი უკმაყოფილების ფონია სურსათის ეროვნული სააგენტოს საპილოტე პროგრამა უპატრონო და მიკედლებული ცხოველების სამართავად, რომელიც მოიაზრებდა 9000 ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაციასა და ვაქცინაციას.
შესაბამისი განკარგულება სააგენტოს ავალდებულებდა უკვე სტერილიზებული ცხოველების გარემოში დაბრუნებას, თუმცა, ცხოველების მოყვარული აქტივისტების ინფორმაციით, სააგენტო ცხოველების დიდ ნაწილს არ აბრუნებდა, მათ ნაწილს კი, ვისაც აბრუნებდა, ჭირი და სხვა დაავადებები აღმოაჩნდათ.
არსებული ინფორმაციით, 2026 წელს კიდევ 36 000+ მიუსაფარი და მიკედლებული ძაღლის სტერილიზაცია იგეგმება.
ფორუმი