Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა ლეონ XIV-მ ირანის მიმართ ტრამპის მუქარას „მიუღებელი“ უწოდა

 რომის პაპი, ლეონ XIV განცხადებას აკეთებს ირანის წინააღმდეგ აშშ-ის და ისრაელის ომის შესახებ. 7 აპრილი, 2026 წელი
რომის პაპი, ლეონ XIV განცხადებას აკეთებს ირანის წინააღმდეგ აშშ-ის და ისრაელის ომის შესახებ. 7 აპრილი, 2026 წელი

რომის პაპმა ლეონ XIV-მ 7 აპრილს განაცხადა, რომ მუქარა ირანის მოსახლეობის წინააღმდეგ „მიუღებელია“.

ეს განცხადება მან მიმართვისთვის უჩვეულო საათებში გააკეთა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ „მთელი ცივილიზაცია დღეს ღამით მოკვდება“, რამაც მსოფლიო ლიდერებს შოკი მოჰგვარა.

პაპი ლეო XIV თვლის, რომ ირანის ომი „უსამართლოა“ და ის „არაფერს წყვეტს“.


პაპის ვარაუდით, ტრამპი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვით ომის დანაშაულებს სჩადის. მისი თქმით, ეს საერთაშორისო სამართლით აკრძალული ქმედებაა. მან ამერიკელებს მოუწოდა, ომის დასრულების მიზნით კონგრესს დაუკავშირდნენ.


ლეონ XIV-მ, რომელიც ირანის ომის ღია კრიტიკოსად იქცა, მოუწოდა მოქალაქეებს მთელ მსოფლიოში, დაუკავშირდნენ თავიანთ პოლიტიკურ წარმომადგენლებს და სთხოვონ მათ, დაასრულონ ეს მზარდი რეგიონული კონფლიქტი.


ტრამპმა გააფრთხილა ირანი 7 აპრილს შეთანხმებას დაჰყაბულდეს და თქვა, რომ „მთელი ცივილიზაცია დღეს ღამით მოკვდება“, თუ კონფლიქტის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG