არჩევნები ამ კვირას, 12 აპრილს, უნდა გაიმართოს.
საქართველოში 2024 წელს ჩატარებული არჩევნების მსგავსად, უნგრეთში ჩასული ქართველი დეპუტატები საარჩევნო პროცესში ევროკავშირის ჩარევის მცდელობაზე საუბრობენ.
„საგარეო ჩარევა მნიშვნელოვანი საკითხია. სხვათა შორის, ეს არ არის მხოლოდ უნგრეთისთვის დამახასიათებელი. ძალიან მკაფიოდ და მკვეთრად სწორედ საქართველოს არჩევნებით დაიწყო ამის გამოკვეთა და დღეს, ფაქტობრივად, ყველა არჩევნების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად არის ქცეული“, - თქვა ქართულ პროსახელისუფლებო მედიასთან ლევან მახაშვილმა, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
იგივე გზავნილები ჰქონდა დავით მათიკაშვილსაც.
"დღემდე საარჩევნო პროცესში მნიშვნელოვანი დარღვევა არ გამოვლენილა, თუმცა ადგილი აქვს ჩარევის მცდელობას, რომელიც კარგად ჩანს ბრიუსელის მიმართულებიდან. ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს გარე ჩარევასთან დაკავშირებით - იყო დიდი მცდელობა ჩარევისა საპარლამენტო არჩევნების დროს“, - თქვა მათიკაშვილმა.
საქართველოში ჩატარებულ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, რომლითაც მეოთხე ვადით დარჩა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, გაყალბებულს უწოდებენ ბარიერგადალახული ოპოზიცია, მეხუთე პრეზიდენტი და სადამკვირვებლო ორგანიზაციები. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას შეუმცირდა ვიზიტები ევროკავშირის ქვეყნებში - ამ მხრივ გამონაკლისია უნგრეთი და სლოვაკეთი.
ფორუმი