აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის ჩასვლა პაკისტანში. 11 აპრილი, 2026 წელი
აშშ-სა და ირანის წარმომადგენლები 11 აპრილს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ჩავიდნენ ექვსკვირიანი ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებისთვის. მანამდე თეირანმა მოლაპარაკება ეჭვქვეშ დააყენა, როცა განაცხადა, რომ ის ვერ დაიწყებოდა ლიბანში ზავის და სანქციების შერბილების პირობების გარეშე. ირანი თავისი დაბლოკილი აქტივების განთავისუფლებას ითხოვს მოლაპარაკებების დაწყებამდე.
აშშ-ის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი ხელმძღვანელობს და მასში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სიძე ჯარედ კუშნერი შედიან. მას პაკისტანის მაღალი რანგის სამხედრო მეთაურები და საგარეო საქმეთა მინისტრი იშაკ დარი, აშშ-ის წარმომადგენლები დახვდნენ.
ირანის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაქერ ყალიბაფი და საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაყჩი ხელმძღვანელობით პაკისტანში ჩავიდა ისლამაბადში.
ეს იქნება აშშ-ირანის უმაღლესი დონის მოლაპარაკებები 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ. თუ ორივე მხარე პირისპირ მოლაპარაკებებს გამართავს როგორც მოსალოდნელია, ეს იქნება პირველი პირდაპირი მოლაპარაკებები 2015 წლის შემდეგ, როდესაც მათ მიაღწიეს შეთანხმებას ირანის ბირთვულ პროგრამაზე.
ყალიბაფმა განაცხადა, რომ მოლაპარაკება არ დაიწყება მანამ, სანამ არ შესრულდება ლიბანის და სანქციების თაობაზე პირობები. ისრაელი და აშშ თვლიან, რომ ლიბანის წინააღმდეგ კამპანია არ არის ირან-აშშ-ს შორის ცეცხლის შეწყვეტის ნაწილი. თეირანი ლიბანში ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს.
ირანის სახელმწიფო მაუწყებლის თანახმად, ირანის დელეგაციის შეხვედრა პაკისტანის პრემიერმინისტრ შეჰბაზ შარიფთან დაახლოებით შუადღისას დაიგეგმა. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ყალიბაფმა განაცხადა, რომ ირანი მზადაა შეთანხმების მისაღწევად, თუ ვაშინგტონი შესთავაზებს იმას, რასაც ის რეალურ შეთანხმებას უწოდებს და ირანს თავის უფლებებს მიანიჭებს. თეთრმა სახლმა ირანის მოთხოვნებზე კომენტარი დაუყოვნებლივ არ გააკეთა, მაგრამ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანელების ცოცხლად ყოფნის ერთადერთი მიზეზი შეთანხმებისთვის მოლაპარაკებაა.
„როგორც ჩანს, ირანელები ვერ აცნობიერებენ, რომ მათ არანაირი კარტები არ აქვთ ხელში, გარდა მსოფლიოსგან საერთაშორისო საზღვაო გზის მოკლევადიანი გამოძალვისა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ისინი დღეს ცოცხლები არიან, მოლაპარაკებაა!“ - თქვა მან.
ისლამაბადში წყაროების ცნობით, წინასწარი მოლაპარაკებები პაკისტანის ოფიციალურმა პირებმა ორივე მხარის წინასწარ ჯგუფებთან ცალ-ცალკე გამართეს.
ირანის ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, მათ შორის იყო თეირანიდან ჩამოსული 70 წევრი, მათ შორის ეკონომიკური, უსაფრთხოებისა და პოლიტიკური სფეროების ტექნიკური სპეციალისტები, ასევე მედია და დამხმარე პერსონალი. პაკისტანის მთავრობის წყაროს ცნობით, ქალაქში აშშ-ის დაახლოებით 100 წარმომადგენელი იმყოფებოდა.
პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, მინისტრი იმედოვნებს, რომ აშშ და ირანი კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს გამართავენ „კონფლიქტის ხანგრძლივი და მდგრადი მოგვარების“ მისაღწევად.
პაკისტანელმა წყარომ განაცხადა, რომ ნაადრევია იმის თქმა, დასრულდება თუ არა მოლაპარაკებები 11 აპრილს და დასძინა, რომ მოლაპარაკებებისთვის ვადა არ დადგენილა.
ტრამპმა 7 აპრილს გამოაცხადა ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა.
არ დაასრულებულა ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკადა, რამაც გლობალური ენერგომომარაგების ყველაზე დიდი შეფერხება გამოიწვია.
არ შეჩერებულა ლიბანის დაბომბვა ისრაელის მხრიდან, რომელიც იქ ჰეზბოლას განადგურებას ცდილობს. ისრაელისა და ლიბანის ოფიციალური პირები 14 აპრილს აპირებენ ვაშინგტონში მოლაპარაკებებს.
ისლამაბადის მოლაპარაკების დღის წესრიგში ასევე შედის ახალი მნიშვნელოვანი დათმობების მოთხოვნები, მათ შორის ირანის წინააღმდეგ მოქმედი იმ სანქციების გაუქმება, რომლებმაც წლების განმავლობაში დააზიანა მისი ეკონომიკა. შეხვედრების თემაა ჰორმუზის სრუტე, რომელიც ირანმა ჩაკეტა ომის დაწყების შემდეგ.
ენერგომატარებლების მსოფლიო ბაზარზე გატანის შეფერხებას მოჰყვა საწვავის მარაგების შემცირება და გაძვირება. ირანი ასევე ითხოვს მიყენებული ზარალის კომპენსაციას.
ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისის გამო ჩაბნელებული ქუჩები, დახურული ქარხნები
მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით აზიაში, იგრძნობა საწვავის დეფიციტი მას შემდეგ, რაც ირანმა ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა და აღარ ატარებს ნავთობისა და გაზის ტანკერებს. რეგიონი ნედლი ნავთობის იმპორტის დაახლოებით 60 პროცენტს ახლო აღმოსავლეთიდან ახორციელებს.
უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ფოტოები მოწმობს, რა გავლენას ახდენს მსოფლიოზე ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისი.
2/12დახურული მაღაზიები ქაიროში. 28 მარტს ეგვიპტის მთავრობამ განკარგულება გასცა, რომ მაღაზიები საღამოს 9 საათზე უნდა დაიხუროს ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისის პირობებში.
უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ფოტოები მოწმობს, რა გავლენას ახდენს მსოფლიოზე ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისი.
3/12ეს მეთევზე აიაკიოს პორტის ბლოკადაში მონაწილეობს საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე. 7 აპრილი.კორსიკელი მეზღვაურები აპროტესტებდნენ საწვავის ფასების „სასიკვდილო სპირალს“. კუნძულზე საწვავის ფასი უფრო მაღალია, ვიდრე ძირითად საფრანგეთში.
უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ფოტოები მოწმობს, რა გავლენას ახდენს მსოფლიოზე ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისი.
4/12მანქანებისა და მოტოციკლეტების გრძელი რიგი ბენზიგასამართ სადგურთან ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში 6 აპრილს. ქვეყანაში საწვავის დეფიციტი მიეწერება „პანიკურ შესყიდვებს“ ბანგლადეშში საწვავის მიწოდების თაობაზე ბუნდოვანების ფონზე.
უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ფოტოები მოწმობს, რა გავლენას ახდენს მსოფლიოზე ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისი.
5/12ჯარისკაცი დარაჯობს ნავთობის საცავის შესასვლელთან დაკაში. 3 აპრილი. ენერგეტიკული კრიზისის ფონზე ბანგლადეშის მთავრობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით განალაგა ჯარები და პოლიცია საწვავის საწყობებთან.
უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ფოტოები მოწმობს, რა გავლენას ახდენს მსოფლიოზე ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისი.
6/12პაკისტანის ქალაქ ისლამაბადში მოვაჭრეებმა 7 აპრილს ადრე დახურეს თავიანთი მაღაზიები.ენერგიის დაზოგვის ზომების ფარგლებში, პაკისტანის მთავრობამ 6 აპრილს გასცა განკარგულება, რომ ბაზრები და სავაჭრო ცენტრები საღამოს 8 საათამდე დაიხუროს.
უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ფოტოები მოწმობს, რა გავლენას ახდენს მსოფლიოზე ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისი.
7/12კერამიკის ქარხანამ მუშაობა შეაჩერა ინდოეთის ქალაქ მორბიში. 5 მარტი. როგორც იტყობინებიან, მარტო მორბიში ასობით ქარხანამ შეაჩერა მუშაობა საწვავის დეფიციტის გამო, ვინაიდან ინდოეთის კერამიკის ინდუსტრიის ღუმელები დიდი რაოდენობით გაზს მოიხმარს.
უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ფოტოები მოწმობს, რა გავლენას ახდენს მსოფლიოზე ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისი.
8/12ხალხი წყლის კონტეინერებს ავსებს სატვირთო მანქანიდან, ვინაიდან საწვავის მწვავე დეფიციტის პირობებში ქვეყანაში შეფერხებულია წყლის სატუმბი დანადგარების მუშაობა. ჰავანა, კუბა, 19 მარტი.
უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ფოტოები მოწმობს, რა გავლენას ახდენს მსოფლიოზე ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისი.
9/12მოხალისე კუპონით ხელში ბენზინგასამართ სადგურზე ამერიკის ქალაქ ჩიკაგოში გამართულ ღონისძიებაზე, რომლის დროსაც ადგილობრივი ბიზნესმენი მოსახლეობას 200 000 დოლარის ღირებულების ბენზინის ჩუქებას დაჰპირდა. 4 აპრილი.
უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ფოტოები მოწმობს, რა გავლენას ახდენს მსოფლიოზე ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისი.
10/12მამაკაცი ველოსიპედს არემონტებს პაკისტანის ქალაქ კუეტაში მდებარე მაღაზიაში. საწვავის ფასების ზრდის ფონზე მგზავრები ეძებენ გზებს, რათა თავი აარიდონ მოტოციკლების გამოყენებას. 7 აპრილი.
უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ფოტოები მოწმობს, რა გავლენას ახდენს მსოფლიოზე ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისი.
11/12მუშა პლასტმასის გრანულებით სავსე პარკებით ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში 1 აპრილს. პლასტმასის პროდუქტები წიაღისეული საწვავისგან მზადდება და ექსპერტები აცხადებენ, რომ ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდის გამო მასალის ფასი გაიზრდება.
უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ფოტოები მოწმობს, რა გავლენას ახდენს მსოფლიოზე ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისი.
12/12სამხრეთ სუდანელი გოგონა მზის ენერგიაზე მომუშავე ნათურას იყენებს სწავლისთვის, რადგან, როგორც იტყობინებიან, ირანთან აშშ-ისა და ისრაელის კონფლიქტმა აფრიკის ამ ქვეყანაში ელექტროენერგიის რაციონირება გამოიწვია.
უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ფოტოები მოწმობს, რა გავლენას ახდენს მსოფლიოზე ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისი.
ფორუმი